სოლბაკენის განაცხადი ცნობილია

სტოლ სოლბაკენმა ნორვეგიის ეროვნული ნაკრების განაცხადი დაასახელა. ნორვეგია 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, 28 მარტს 20:00 საათზე კი საქართველოს ნაკრებს ესტუმრება.

სოლბაკენის განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ორიან ნილანდი (ლაიფციგი), იაკობ კარლსტრიომი (მიოლდე), ეგილ სელვიკი (ჰაუგესუნი)

მცველები: კრისტოფერ აიერი (ბრენტფორდი), ბირგერ მელინგი (რენი), სტიან გრეგერსენი (ბორდო), ანდრეას ჰანჩე-ოლსენი (მაინცი), მარკუს პედერსენი (ფეიენოორდი), იულიან რიერსონი (დორტმუნდი), სტეფან სტრანდბერგი (ვალერენგა), ლეო ოსტიგორი (ნაპოლი)

ნახევარმცველები: ფრედრიკ აურსნესი (ბენფიკა), პატრიკ ბერგი (ბოდო გლიმტი), სანდერ ბერგე (შეფილდ იუნაიტედი), ოლა ბრინდჰილდესნი (მიოლდე), მატს მიოლერ დაელი (ნიურნბერგი), მოჰამედ ელიონუსი (საუთჰემპტონი), ოლა სოლბაკენი (რომა), მორტენ თორსბი (უნიონ ბერლინი), კრისტიან თორსტვეიდტი (სასუოლო), უგო ვეტლესენი (ბოდო გლიმტი), მარტინ ოდეგორი (არსენალი)

თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), იორგენ სტრანდ ლარსენი (სელტა), ალეკსანდერ სორლოთი (სოსიედადი)

ნორვეგიელებს ჰყავთ პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები – ერლინგ ჰოლანდი და მარტინ ოდეგორი. ჰოლანდი პრემიერ ლიგის რეკორდზე მიდის გატანილი გოლების რაოდენობით. ოდეგორი კი ლონდონის არსენალს მიუძღვება ჩემპიონობისკენ. სპეციალისტებშიც გამოჩნდნენ ისეთები, ვინც მიმდინარე სეზონში ოდეგორს დე ბრუინზე მაღლა აყენებს.

საქართველოს ნაკრებში კი ყველაზე დიდი ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე იქნება მიმართული. ნორვეგიელ ვარსკვლავებს არაფრით ჩამოუვარდება და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს რომ გავცდეთ, იქაც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ხვიჩას ნორვეგიელებზე მაღლა დააყენებენ.

ვინ აუბამს მხარს კვარაცხელიას? – ამ კითხვაზე პასუხს 28 მარტს შევიტყობთ. მთელი გუნდის გვეიმედება, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკაც აქვთ, თუმცა, ჯერ სანიოლის სიას დაველოდოთ და ვარიანტებზე საუბარი მერე იყოს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე