სარჩევი
სინიშა მიჰაილოვიჩი გარდაიცვალა | Setanta Sports

ვეტერანი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი 53 წლის იყო. მას ლეიკემიის დიაგნოზი 3 წლის დაუდგინდა.

ბოლონიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რომში, პაიდეას კლინიკაში გარდაიცვალა. მდგომარეობის გაუარესების გამო სერბი მწვრთნელი იტალიის დედაქალაქში 5 დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული იყო.

მიჰაილოვიჩს ლეიკემიის აგრესიული ფორმა ჰქონდა. პირველად დიაგნოზი მას 2019 წლის მარტში დაუსვეს. როგორც მედიკოსები აცხადებენ, ლეტალური შედეგი იმუნური სისტემის დასუსტებამ და საბოლოო განადგურებამ განაპირობა.

რომას, სამპდორიას, ლაციოს და ინტერის ყოფილმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა 2006 წელს დაასრულა. მწვრთნელის რანგში ის ბოლონიას, კატანიას, ფიორენტინას, სერბეთის ნაკრებს, სამპდორიას, მილანს, ტორინოსა და სპორტინგს წვრთნიდა. მიჰაილოვიჩი ბოლოს ბოლონიაში მუშაობდა, 2022 წლის აპრილში ის სერია A-მ თვის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელა.

ტიტულების აბსოლუტური უმეტესობა სინიშა მიჰაილოვიჩს იტალიაში აქვს მოპოვებული. ლაციოსა და ინტერთან ერთად სკუდეტოების გარდა, ის კოპა იტალიასა და უეფას თასების თასსაც ფლობდა.