სარჩევი
შტუტგარტი vs ჰამბურგი - ბუნდესლიგის ფლეი ოფი | Setanta Sports
2023 ივნ 01, 17:50 შშ
2 წუთის საკითხავი

შტუტგარტგი vs ჰამგურგი – ბრძოლა ბუნდესლიგისთვის. ფლეი ოფის შეხვედრებს მაყურებელი setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე ნახავს.

შტუტგარტი vs ჰამბურგი – ფლეი ოფი

ნაცნობი სახეები ბუნდესლიგის ფლეი ოფში. შტუტგარტი ბუნდესლიგაში მე-16 ადგილზე გავიდა, ჰამბურგი კი მეორე ბუნდესლიგაში – მესამეზე.

პირველ შეხვედრას მერსედეს ბენც არენა უმასპინძლებს. წყვილის გამარჯვებული მომდევნო სეზონში ბუნდესლიგის მე-18 გუნდად დააკომპლექტებს.

შტუტგარტი ფლეი ოფს 2019 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს, ხოლო ჰამბურგს ბუნდესლიგაში დაბრუნების მიჯნაზე, ფაქტობრივად ყოველ წელს ვხედავთ. დინოზავრები, გასულ სეზონში ამავე ეტაპზე ბერლინის ჰერტასთან დამარცხდნენ.

შტუტგარტი vs ჰამბურგი – ფაქტები

  • შტუტგარტი და ჰამბურგი გერმანიის ჩემპიონები 3-3-ჯერ არიან.
  • 2008 წლიდან მოყოლებული, რაც ფლეი ოფი ბუნდესლიგაში დაბრუნდა, მეორე ბუნდესლიგის მხოლოდ 3-მა გუნდმა მოახერხა დუელის მოგება. ნიურმბერგი 2009-ში, დიუსელდორფის ფორტუნა 2013-ში და უნიონ ბერლინი 2019-ში.
  • შტუტგარტმა ფლეი ოფში ერთხელ, 2018/19 წლების სეზონში ითამაშა. მაშინ გუნდი უნიონ ბერლინთან, გასვლაზე გატანილი გოლის წესით დამარცხდა.
  • გლატცელმა მეორე ბუნდესლიგაში, 2023 წელს ყველაზე მეტი 114 დარტყმა შეასრულა.
  • ბორნა სოსამ ბუნდესლიგაში, ღია თამაშიდან ყველაზე მეტჯერ 123-ჯერ ჩააწოდა საჯარიმოში. ის გუნდის საუკეთესო ასისტენტი გახდა 7 საგოლე გადაცემით.
  • ჰამბურგს 6 მატჩია შტუტგარტში არ მოუგია. დინოზავრები 4-ჯერ დამარცხდნენ და 2-ჯერ ფრედ ითამაშეს.

შტუტგარტი vs ჰამბურგი – სავარაუდო შემადგენლობები

შტუტგარტი: ბრედლოუ – მავროპანოსი, ანტონი, იტო – ფანომანი, კარაზორი, ენდო, სოსა – ტომაში, გირასი, ფიურიხი.

მწვრთნელი: სებასტიან ჰიონესი

ჰამბურგი: ჰიოერ ფერნანდეში – ჰაიერი, დავიდი, შონლაუ, მიუჰაიმი – მეფერტი, კიტელი, რაისი – იატა, გლატცელი, დომპე.

მწვრთნელი: ტიმ ვალტერი.

როგორ ვუყურო შტუტგარტი vs ჰამბურგს

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე იქნება. მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთიდან დაიწყება.

პრომოკოდი და შეთავაზება setantasports.com-ზე

სასიამოვნო სიახლე გვაქვს setantasports.com-ის მკითხველებისთვის. შეიძინეთ, ჩვენი პლათფორმის ერთთვიანი გამოწერა და მიიღეთ უფასოდ დამატებით 2 თვე.

1+2 შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა, რეგისტრაციისას გამოიყენოთ პრომოკოდი May23. ასეთ შემთხვევაში setantasports.com-ის სერვისით სარგებლობას 1 თვის ფასად 3 თვის განმავლობაში შეძლებთ.