ბეტა ვერსია

შოთა არველაძე vs გიორგი ქინქლაძე – ლეგენდების მატჩი

შოთა არველაძე vs გიორგი ქინქლაძე - ლეგენდების მატჩი | Setanta Sports

შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე აიბროქსზე ერთმანეთის პირისპირ ითამაშებენ. რეინჯერსის ლეგენდები მსოფლიო XI-ის წინააღმდეგ.

Weekend of Legends II საქველმოქმედო მატჩი სწორედ ამ სახელწოდების შეხვედრის მეორე სერიით 26 მარტს გაიმართება.

სრული შემადგენლობები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა რეინჯერსის მხარეს, დღეის მდგომარეობით, ითამაშებენ:

  • ბარი ფერგიუსონი
  • ჯერმეინ დეფო
  • კრის ბოიდი
  • მიხაელ მოლსი
  • საშა პაპაჩი
  • იორგ ალბერცი
  • რონალდ დე ბური
  • კარლოს კუელარი
  • პეტერ ლოვენკრანდსი
  • შოთა არველაძე

ამ ეტაპზე მსოფლიოს 11-ეულის შემადგენლობის ცნობილი სახეების სია ასე გამოიყურება.

  • რობინ ვან პერსი
  • რობი ფაულერი
  • იააპ სტამი
  • ჯო კოული
  • მიკაელ ესიენი
  • პოლ სქოულზი
  • ჯეკ უილშირი
  • გიორგი ქინქლაძე

წინა ჯერზე როდესაც შოთა არველაძემ ლეგენდების მატჩში მონაწილეობა მიიღო, გოლიც გაიტანა. საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა თაური დარტყმით აიბროქსის პუბლიკა აღფრთოვანებაში კიდევ ერთხელ მოიყვანა.

საინტერესოა რომ შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგებიან. ვეტერან ქართველ ფეხბურთელებს ერთად საქართველოს ნაკრებსა და აიაქსში უთამაშიათ.

ავტორის შესახებ

ირაკლი იმედაძე

ირაკლი იმედაძე

მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

Access our streaming platform

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე