სევილია vs რომა – პრესკონფერენცია

დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე სევილია და რომა ევროპა ლიგის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. წინა წლის მსგავსად ჯერ ევროპა ლიგის ფინალი ჩატარდება და შემდეგ კონფერენს ლიგის. ცოტა ალოგიკური კალენდარია, რადგან რანგით მეორე ტურნირის ფინალს მესამე მოჰყვება და მერე პირველი, მაგრამ რადგან ასე განსაჯეს, ესე იგი, უეფას ასე აწყობს.

როგორც გუშინდელ სტატიაში მოგახსენეთ, სევილიას არასდროს წაუგია ევროპა ლიგის, (და უეფას თასის) ფინალი, ესპანელებს ექვსჯერ აქვთ ეს ტურნირი მოგებული და ერთპიროვნული რეკორდსმენები არიან.

თავის მხრივ, ჟოზე მოურინიუს არასდროს წაუგია ევროტურნირის ფინალი, (თუ სუპერ თასის ფინალებს არ ჩავთვლით) ასე რომ, რომელიმე მხარე ამ დიდებულ სერიას დაასრულებს.

მანამდე კი პრესკონფერენციაზე ნათქვამს შეგვიძლია გადავხედოთ, მენდილიბარმა თავისი კლუბის წარმატებულ ისტორიაზე ისაუბრა აღნიშნულ ტურნირზე:

როცა აქ მოვედი კლუბი უკვე იყო ევროპა ლიგის პლეიოფში, ის რომ ახლა აქ ვართ, არა მხოლოდ იმ პერიოდში გაწეული სამუშაოს დამსახურებაა, რაც აქ დავყავი, არამედ, ადრეული პერიოდისაც. ისტორია არ იტყუება, ეს კლუბი ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესოა ამ ტურნირზე, ტიტულებიც ადგილზეა. ხალხი კმაყოფილია რომ კარგი მატჩები ჩავატარეთ და სეზონი გადავარჩინეთ, ისინი ხარობენ და მზად არიან, – ევროპა ლიგა აქ არის, ბუდაპეშტი აქ არის“.
ვაფასებ რაც მოურინიუმ თქვა ჩემზე, ჩემს ფეხბურთელებსა და კლუბზე, მაგრამ მან ასევე თქვა, რომ ისტორია ტიტულს ვერ მოგაგებინებს, ჩვენ ამისათვის უნდა ვიბრძოლოთ, იმ შეგნებით რომ ძალიან რთულ მეტოქესთან მოგვიწევს თამაში, ამიტომაც არიან ფინალში. დიდი კლუბები გავაგდეთ, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი ახლა იწყება. უპირატესობა არცერთ კლუბს არ ექნება, ორივე გუნდი ნეიტრალურ მოედანზე თამაშობს”.

ჩემი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს იწურება, მაგრამ ჩემი სამუშაო მომდევნო კვირას დასრულდება. პირველ რიგში, ვეცდები ფინალი მოვიგო, შემდეგ ვეცდები ლა ლიგა დავასრულო შეძლებისდაგვარად საუკეთესო შედეგით, და მერე ვნახოთ. ამაზე არ ვღელავ, – თქვა მენდილიბარმა.

ჟოზემ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა და არც ძველი კლუბის მეპატრონისთვის დავიწყებია კბილის გაკვრა, ერთი სიტყვით, ჟოზე ფორმაშია.


რომას ხელმძღვანელებმა კონფერენს ლიგის ფინალის წინ არ გამათავისუფლეს, (2022 წელს ტირანაში) ტოტენჰემის ხელმძღვანელობამ კი ინგლისის ლიგის თასის ფინალის წინ გამიშვა გუნდიდან. რომამ შანსი მომცა, ტოტენჰემში კი შანსი არ მქონია”.

სევილია ჩემპიონთა ლიგიდან შემოგვიერთდა, ჩვენ კი 14 მატჩი ვითამაშეთ ფინალში გასასვლელად, რაც აბსოლუტურად დავიმსახურეთ. ახლა ისღა დაგვრჩენია კარგად მოვემზადოთ და ტიტულისთვის ვიბრძოლოთ”.

მენდილიბარი ფიქრობს, რომ ფავორიტია, რადგან სევილიას ამ ტურნირზე წარმატებული ისტორია აქვს, ვაფასებ მის მოსაზრებას. ჩვენ ფინალში ვართ იმიტომ, რომ ეს დავიმსახურეთ, მათ კი დიდი გამოცდილება აქვთ, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. მათთვის ამ ტურნირის მოგება ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენთვის კი განსაკუთრებული შემთხვევა. მათი ფანებისთვის ფინალში წასვლა გასვლით შეხვედრაზე წასვლას ჰგავს, ჩვენი ფანებისთვის კი ისტორიული და დაუვიწყარი მოვლენაა”.

ინტერში განსხვავებული სიტუაცია იყო, რეალთან წინასწარი კონტრაქტი არ მქონია, მაგრამ ეს უკვე ფორმალობა იყო, ყველაფერი უკვე შეთანხმებული მქონდა. ამჟამად არცერთ კლუბთან კონტაქტი არ მაქვს, არც მაინტერესებს, ახლა მხოლოდ რომაზე ვფიქრობ“.

ცხადია მათ უფრო გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ და უფრო მეტი ფინალიც აქვთ ნათამაშები. მაგრამ ჩემს ფეხბურთელებსაც რთული განვლილი გზა უმაგრებთ ზურგს. ჩვენ ორი წელია ერთად ვმუშაობთ, ფინალი იქნება 30-ე ევროპული მატჩი ჩვენი ერთად ყოფნის მანძილზე, არ ვგავართ ბავშვებს, რომელთაც ბურთი არასდროს გაუგორებიათ”, – თქვა ჟოზემ. ეცადა სევილია ფავორიტად წარმოეჩინა და წნეხი გაეზარდა.

პრომოკოდი და მაისის შეთავაზება setantasports.com-ზე

სასიამოვნო სიახლე გვაქვს setantasports.com-ის მკითხველებისთვის. შეიძინეთ, ჩვენი პლათფორმის ერთთვიანი გამოწერა და მიიღეთ უფასოდ დამატებით 2 თვე.

1+2 შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა, რეგისტრაციისას გამოიყენოთ პრომოკოდი May23. ასეთ შემთხვევაში setantasports.com-ის სერვისით სარგებლობას 1 თვის ფასად 3 თვის განმავლობაში შეძლებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე