სარჩევი
პრემიერ ლიგა ბრუნდება | Setanta Sports
2022 დეკ 25, 20:21 შშ
2 წუთის საკითხავი

43-დღიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგა ბრუნდება. Setanta Sports-ის მაყურებელი ბოქსინგ დეიზე 7 მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ნახავს.

მე-17 ტური

26 დეკემბერი

  • ბრენტფორდი – ტოტენჰემი
  • კრისტალ პალასი – ფულემი
  • ევერტონი – ვულვზი
  • ლესტერი – ნიუკასლი
  • საუთჰემპტონი – ბრაიტონი
  • ასტონ ვილა – ლივერპული
  • არსენალი – ვესტ ჰემი

27 დეკემბერი

  • ჩელსი – ბორნმუთი
  • მანჩესტერ იუნაიტედი – ნოტინგემ ფორესტი

28 დეკემბერი

  • ლიდსი – მანჩესტერ სიტი

საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდა

საკლუბო ფეხბურთი თითქმის 1 კვირაა დაბრუნდა და თანდათან ხურდება. გაერთიანებულ სამეფოში შოტლანდიის პრემიერშიფისა, ინგლისის ჩემპიონშიფისა და EFL Cup-ის მატჩები Setanta Sports-ისა და setantasports.com-ის მაყურებელმა უკვე ნახა. ახლა ჯერი მთავარზე, პრემიერ ლიგაზეა.

Boxing Day

ქრისტიანული სამყაროს უმეტესი ნაწილი შობას სწორედ 25 დეკემბერს აღნიშნავს. 26 დეკემბერს კი ბრიტანულ კულტურაში ბოქსინგ დეის აღნიშნავენ.

ამ დღის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს. თუმცა History.com-ის ვერსიით, ყველაზე სარწმუნო ისევ და ისევ საჩუქრების გადაცემას უკავშირდება. ამ დღეს, დიდგვაროვნები საკუთარ მოსამსახურეებს ერთგულების ნიშნად ყუთებში ჩაწყობილ საჩუქრებსა და ფულს ჩუქნიდნენ.

თანამედროვე გაგებით ბოქსინგ დეი საშობაო საჩუქრების გახსნასთან ასოცირდება. წლის ეს პერიოდი კი ცხადია, ინგლისური ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენელია. გამონაკლისი არც 2022 წელი იქნება.

12 დღე უწყვეტი ფეხბურთი

26 დეკემბრიდან მოყოლებული 6 იანვრის ჩათვლით setantasport.com-ისა და Setanta Sports-ის მაყურებლები უწყვეტი ინგლისური ფეხბურთით შეძლებენ სიამოვნების მიღებას.

ამას გარდა, Setanta Sports-ი მომხმარებელს ახალი წლის შეთავაზებას უკეთებს. თუკი პლათფორმაზე მომხმარებელს წლიურ გამოწერაზე სოლიდური ფასდაკლების მიღება სურს, პრომოკოდი – NY2023 უნდა გამოიყენოს.