Setanta Sports-ზე ბუნდესლიგა ბრუნდება

Setanta Sports-ზე ბუნდესლიგა ბრუნდება | Setanta Sports

მუნდიალის შემდეგ TOP 5 ჩემპიონატიდან 4 არათუ განახლებული, გახურებულიც კია. ტოპ ევროპული ჩემპიონატებიდან ბურთის გერმანულადაც გაგორდება და თანაც, როგორ? Setanta Sports-სა და setantasports.com-ზე ბუნდესლიგა ლაიფციგი vs ბაიერნით განახლდება.

კატარის 2022 წლის მუნდიალი და გერმანიის ფიასკო

გერმანია მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფში ზედიზედ მეორედ ჩარჩა. ისტორიული ანტირეკორდი, კრახი, იმედგაცრუება და სხვა ბევრი ნეგატიური ეპითეტი წარსულს დარჩა. მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი მუნდიალის წარუმატებლობის დავიწყების გზას ადგას, თუმცა დასკვნები?

გერმანია ხომ თავის თავში თვითკრიტიკულ კულტურას და კოლექტიურ მეხსიერებას გულისხმობს. სხვაგვარად ვერ წარმოიშვებოდა გოეთე და ვერ წარმოიქმნებოდა კულტურა, რომელიც საკუთარ თავს მუდმივად კითხვებს უსვამს.

შესაბამისად, გერმანიას ყოველთვის რეგენერაციის მაღალი ტემპი ახასიათებს. ამ დასკვნებისა გამოტანისა და ჭრილობების მოშუშების 4-წლიანი პროცესის დასაწყისს, ბუნდესლიგის განახლებასთან ერთად setantasports.com-ის მაყურებელი დღეიდან იხილავს.

ლაიფციგი vs ბაიერნი

ლაიფციგი vs ბაიერნი – აფიშა? დიდებული; განწყობა? – ამაღლებული; კლასი – უმაღლესი; მოლოდინი – სადღაც, პიკთან ახლოს; მარკო როზეს და იულიან ნაგელსმანის გუნდები 68-დღიანი პაუზის შემდეგ ითამაშებენ.

საქსონების და ბავარიელების ურთიერთშეხვედრების ისტორია 2016 წლიდან იწყება. მე-16 მატჩს გუნდები ბუნდესლიგის ცხრილში მე-3 და 1-ელ ადგილზე ხვდებიან. ბაიერნს 34 ქულა აქვს, ხოლო ლაიფციგს – 28.

სტატისტიკა მატჩამდე – ლაიფციგი vs ბაიერნი

  • 2022 კალენდარულ წელს კრისტოფერ ნკუნკუმ 22 გოლით, ბუნდესლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. ფრანგი 12 გოლით მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს.
  • სექტემბრიდან მოყოლებული, როდესაც მარკო როზემ ჩაიბარა ლაიფციგი, მასსა და ბაიერნზე მეტი ქულა არავის აუღია. ორივეს ანგარიშზე 10 მატჩში 23 ქულაა.
  • ლაიფციგს ბაიერნი 15 მატჩიდან 1-ელ ჰყავს დამარცხებული.
  • ლაიფციგის ყოფილი მცელი, დაიო უპამეკანო ბაიერნის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონის 15-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.
  • ბაიერნს გამარჯვებათა 6-მატჩიანი სერია აქვს, რაც ამ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია.

სავარაუდო შემადგენლობები – ლაიფციგი vs ბაიერნი

ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიას ორივე გუნდის ფეხბურთელები ადგენენ.

ბაიერნს სადიო მანე, მანუელ ნოიერი, ლუკა ერნანდესი, ნუსაირ მაზრაუი და ბუნა სარი ვერ დაეხმარებიან.

შესაბამისად რეკორდმაისტერის რიგებში დეილი ბლინდისა და იან ზომერის დებიუტი რედ ბულ არენაზევეა მოსალოდნელი.

კვლავ ტრავმირებულია კრისტოფერ ნკუნკუ. ფრანგმა მუნდიალის დაწყებამდე მიღებული დაზიანება კვლავ ვერ მოიშუშა.

მუხლის დაზიანებას მკურნალობს პეტერ გულაჩიც. უნგრელი კაპიტანი სათადარიგო მეკარე იანის ბლასვიშმა უნდა შეცვალოს, თუმცა მცირე დისკომფორტი მასაც აქვს. შესაბამისად, არის შანსი ბაიერნთან კარი მესამე მეკარე ორიან ნაილანდმა დაიცვას.

ლაიფციგი: ბლასვიში – სიმაკანი, ორბანი, გვარდიოლი, ჰასტენბერგი – ლაიმერი, შლაგერი – სობოსლაი, ოლმო, ფორსბერგი – სილვა

ბაიერნი: ზომერი – პავარი, უპამეკანო, დე ლიხტი, დევისი – კიმიხი, გორცკა – ზანე, მუსიალა, გნაბრი – შუპო-მოტინი

სად და როგორ ვუყუროთ ლაიფციგი – ბაიერნს

ლაიფციგი – ბაიერნის მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი Setanta Sports 2-სა და setantasports.com-ზე იქნება.

ტრანსლაცია, თბილისის დროით 23:25 წუთიდან დაიწყება. ქართულენოვან რეპორტაჟს ვახო გოგალაძე და ირაკლი იმედაძე გავაკომენტარებთ.

სპორტის წამყავნი სპორტის სახეობების ტოპ კონტენტზე წვდომისთვის setantasports.com-ზე ყოველთვიური პაკეტის გამოწერა 12.99 ₾-ად არის შესაძლებელი.

ბუნდესლიგის მე-15 ტურის დარჩენილი მატჩები

  • ბოხუმი – ჰერტა
  • აინტრახტი – შალკე
  • შტუტგარტი – მაინცი
  • უნიონ ბერლინი – ჰოფენჰაიმი
  • ვოლფსბურგი – ფრაიბურგი
  • კიოლნი – ვერდერი
  • დორტმუნდი – აუგსბურგი
  • მიონხენგლადბახი – ლევერკუზენი
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე