სარჩევი
Setanta Sports-ი და Imago თანამშრომლობას ახანგრძლივებენ | Setanta Sports
2024 თებ 29, 12:22 შშ
2 წუთის საკითხავი

Setanta Sports-ი და Imago თანამშრომლობის ახალ სტადიაზე გადავიდნენ. რეგიონის ყველაზე დიდი მედია, რომელიც ევროპისა და აზიის 14 ქვეყანაში მაუწყებლობს ვიზუალური ფოტო კონტენტის მწარმოებელი ავტორიტეტული ბრენდის ფოტოებს გამოიყენებს მომდევნო 4 წლის მანძილზე გამოიყენებს.

ყურების უნიკალური გამოცდილების დანერგვა, რაც Setanta Sports-ის მისიაა, ტოპ კონტენტის გარეშე მიუღწეველი ამოცანა იქნება. ცხადია, ეს ეხება როგორც თავად ლაივ სპორტულ ტრანსლაციებს, ასევე მის ირგვლივ დამზადებულ და შექმნილ მატერიალებს.

თუკი დინამიკაში კვარაცხელიას, ჰოლანდის, მბაპეს, კეინის, რონალდუს, ფერსტაპენის, თოფურიას, ჯოკოვიჩის, რადუკანუს ან სხვა სპორტსმენის ქმედება გვხიბლავს და აღტაცებაში ასიათასობით მაყურებელი setantasports.com-ზე ერთდროულად მოდის, პირდაპირ რეპორტაჟამდე, ან მის შემდეგ, მოლოდინს, სამზადისსა თუ ანალიზს, ციტატებთან ან ანალიტიკურ ტექსტთან ერთად, უმაღლესი ხარისხის ფოტოები ქმნის. ამ მასალას კი, საერთაშორისო დონეზე, მათ შორის Setanta Sports-ისთვის Imago ქმნის.

შეთანხმება 4 წელზეა გათვლილი და თანამშრომლობა მულტიპროფილურ ხასიათს ატარებს. საინტერესოა, რომ ორი საერთაშორისო ბრენდი 2 წელია რაც თანამშრომლობს და ის მხოლოდ პოზიტიური გამოცდილებისგან შედგება. პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ორ ბრენდს აქვს დიდი საერთო მახასიათებელი – ორივე ყველა სახის მოთხოვნასა და საჭიროებას აკმაყოფილებს და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი აქვს.

Imago-ს შესახებ

300 მილიონი ფოტო და ვიდეო, სიახლეებიდან, სპორტიდან, გართობიდან და კრეატივიდან – Imago-ს გამომწერს სწორედ ამ ბაზაზე აქვს ლიცენზირებული წვდომა. Imago-ს გლობალური და მუდმივად ზრდადი ქსელი დღეში 200 000 ახალ მატერიალს იღებს. ეს კი მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს ოპერატიულად ფარავს.  

Imago თანამშრომლობს როგორც Shutterstock, USA Today Network, Pond 5, Alamy / PA Images, ZUMA and Depositphotos, ასევე დამოუკიდებელად მომუშავე ფოტოგრაფებთან.

Imago 1997 წელს ბერლინში შეიქმნა. ბრენდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და მომხმარებლის საჭიროების გადაჭრაზე ორიენტირებული მიდგომა.

Setanta Sports-ის შესახებ

Setanta Sports-ი რეგიონის ყველაზე დიდი მედია საშუალებაა. კომპანია ევროპისა და აზიის 14 ქვეყანაში ოპერირებს. ბალტიის რეგიონის ქვეყნებიდან ფილიპინებამდე

პრემიერ ლიგა, ლა ლიგა, სერია A, ბუნდესლიგა, ლიგა 1, ერედივიზია, საუდის პრო ლიგა, NBA, UFC-ის ყველა ივენთი, Formula 1, ATP და WTA ტურნირები და სხვა – საუკეთესო და მრავალფეროვან სპორტულ კონტენტზე წვდომა მომხმარებელს setantasports.com-ზე ერთი გამოწერით შეუძლია.

პრომოკოდი NEWS24 setantasports.com-ზე

პრომოკოდის NEWS24 გამოყენების შემთხვევაში setantasports.com-ზე, თვიურ გამოწერაზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ამისთვის, კი რეგისტრაციისას, ან გამოწერის განახლებისას, საჭიროა, სწორედ NEWS24 გამოიყენოთ.