ნაპოლი vs სასუოლო – კვარაცხელია იწყებს

ნაპოლი vs სასუოლო კვარაცხელია იწყებს | Setanta Sports

ნაპოლი vs სასუოლო – სეზონის პირველ საშინაო შეხვედრას მაყურებელი Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე 22:45-დან ნახავს.

წინასწარი ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია ფეხში დისკომფორტს აღარ განიცდის. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების გარემარბმს დიეგო არმანდო მარადონაზე პირველივე წუთებიდან ველით.

ნაპოლი vs სასუოლო – სავარაუდო შემადგენლობა

მთავარ სიახლედ ნეპოლური და იტალიური მედია შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნებას ასახელებს.

სასტარტოში ელიან ანდრე ფრანკ ზამბო ანგისას. ცენტრალური ნახევარმცველი ფროზინონესთან მოგებულ შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა.

ნაპოლი:

მერეტი – დი ლორენცო, რრაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა – ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი – პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

სასუოლო:

კონსილი – ტოლიანი, ვიტი, ერლიჩი, ვინა – ლოპესი, ჰენრიკე – დეფრელი, ბაირამი, ლორიენტე – პინამონტი

ნაპოლის სატრანსფერო სიახლეები

როგორც calcionapoli24 წერს, პართენოპეიმ იესპერ ლინდსტრიომთან პირად შეთანხმებას მიაღწია. თუმცა ფეხბურთელთან აქტიურ მოლაპარაკებას არ წყვეტს აინტრახტიც. მის მოქმედ გუნდს სკანდინავიელის გაშვება არ სურს.

ჩაკი ლოზანოს წაყვანა უნდა პსვ ეინდჰოვენს. დიდი შანსია ნაპოლის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა ნეაპოლური გუნდი დატოვოს.

ნიდერლანდელებმა, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჯერ არ გაუნაღდებიათ, ირვინ ლოზანოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.

ნაპოლი vs სასუოლო – ვინ არის მსაჯი

მატჩს ანტონიო ჯიუა იმსაჯებს. წინა სეზონში იტალიელ არბიტრს ნაპოლის მატჩი არ უმსაჯია. ხოლო სასუოლოს მატჩზე მხოლოდ 1-ელ იყო, როდესაც ნეროვერდიმ სტუმრად მილანს 5-2 მოუგო.

საინტერესოა, რომ ჯიუას, საერთაშორისო გამოცდილება ფაქტობრივად არ აქვს და მხოლოდ ლოკალურ დონეზე მსაჯობს.

ნაპოლი vs სასუოლო პირდაპირი რეპორტაჟი

კითხვაზე, სად და როგორ ვუყურო ნაპოლი vs სასუოლოს – მარტივი პასუხია. ცხადია, მატჩის ლაივი setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე იქნება. შეხვედრა 22:45 საათიდან დაიწყება.

შეთავაზება setantasports.com-ზე პრომოკოდი PASS30

setantasports.com-ზე წლიური გამოწერის მსურველებისთვის საუკეთესო დროა. OTT პლატფორმაზე რეგისტრაციისას, ან გამოწერის პაკეტის განახლებისას ფასდაკლების მისაღებად საჭიროა გამოიყენოთ პრომოკოდი PASS30.

ამ შემთხვევაში მსოფლიო სპორტის უმაღლესი დონის კონტენტზე წვდომას მაყურებელი 129 ლარის ნაცვლად 90 ლარად შეძლებს.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე