სენტ ეტიენი vs მეცი – ლიგა 1-ის პლეი ოფის პირველი შეხვედრა setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 22:25 წუთიდან დაიწყება.
გიორგი მიქაუტაძე მეცთან ერთად ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებას ეცდება. პირველ შეხვედრას სენტ ეტიენის ჟოფრუა-გიშარი მასპინძლობს.
სენტ ეტიენი vs მეცი – ფორმა
მეცმა ბოლო 10 მატჩში 3 მოიგო 1 ფრედ ითამაშა და 6 წააგო. ლიგა 1-დან გავარდნას კი სასწაულებრივად გადაურჩა. მიზეზი ლორიენთან შედარებით ურთიერთ შეხვედრებში გასვლაზე გატანილი მეტი გოლი გახდა.
როგორ გავიდა მეცი ლიგა 1-ის პლეი-ოფში და არა ლორიანი:
1. დაგროვებული ქულები (თანაბარი)
2. ბურთების ჯამური სხვაობა (თანაბარი)
3. ურთიერთშეხვედრებში დაგროვებული ქულები (თანაბარი)
4. ურთიერთშეხვედრებში ბურთების სხვაობა (თანაბარი)
5. ურთიერთშეხვედრებში გატანილი გოლების რაოდენობა (თანაბარი)
6. ურთიერთშეხვედრებში სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა (მეცი)
საინტერესოა, რომ ეს საკმაოდ ჩახლართული ვითარება ჩვენმა კომენტატორმა გიორგი საძაგლიშვილმა მატჩის მიმდინარეობის თანავე გამოარკვია. მაშინ, როდესაც მეცი ყველას გავარდნილი გვეგონა, ხოლო ლორიენი – პლეი ოფში.
საუკეთესო ფორმაში არც სენტ ეტიენია. ისტორიულ კლუბს, ლიგა 1-ში დაბრუნების ჩინებული შანსი ლიგა 2-ის ბოლო ტურშივე ჰქონდა. თუმცა უმოტივაციო, და უკვე გავარდნილ, კევილი რუენთან დამარცხდა. შესაბამისად, პირდაპირ დაწინაურების ნაცვლად, პლეი ოფის მე-3 ადგილი შეხვდა.
შემდეგ ოლივიე დალოლიოს გუნდმა როდეს პლეი ოფის ნახევარფინალში მოუგო ახლა კი მეცს გაეჯიბრება.
გიორგი მიქაუტაძე მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. საქართველოს ნაკრების ფორვარდის ანგარიშზე ლიგა 1-ის რეგულარულ სეზონში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.