სარჩევი
სებასტიან ალე მოედანს დაუბრუნდა | Setanta Sports
2023 იან 11, 16:54 შშ
1 წუთის საკითხავი

სებასტიან ალე ექვსთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. დორტმუნდის ბორუსიას ფორვარდმა დიუსელდორფის ფორტუნასთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა.

სებასტიან ალე ფეხბურთს დაუბრუნდა. კოტდივუარელი ფორვარდი დიუსელდორფის ფორტუნასთან ამხანაგურ მატჩში ცვლილებაზე 74-ე წუთზე, იუსუფა მუკოკოს ნაცვლად შევიდა. ესპანეთში გამართული მატჩი ბორუსიამ 5:1 მოიგო.

სებასტიან ალე მოედანს დაუბრუნდა

სიმსივნე სებასტიან ალეს სათესლე ჯირკვალში ექიმებმა ივლისში აღმოაჩინეს. ფორვარდი აიაქსიდან დორტმუნდში რამდენიმე დღის გადასული იყო.

ქიმიოთერაპიის სრული კურსის დასრულების შემდეგ ალე საწვრთნელ პროცესს მარბეიაში, ესპანეთში გასულ კვირას დაუბრუნდა.

ედინ ტერზიჩის ბორუსია სეზონს ბუნდესლიგაში 22 იანვარს აუგსბურგთან მატჩით განაახლებს. მანამდე ალე ბაზელთან გასამართ ამხანაგურ მატჩშიც მიიღებს მონაწილეობას.