ბეტა ვერსია

საუდის არაბეთის ლიგა setantasports.com-ზე

საუდის არაბეთის ლიგა setanstasport.com-ზე | Setanta Sports

ახალი სეზონიდან, Saudi Pro League-ის მაყურებელი setantasports.com-ზე ნახავს. კრიშტიანუ რონალდუ, ქარიმ ბენზემა, რობერტო ფირმინო, ნ’გოლო კანტე, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი და მსოფლიო ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები აგვისტოდან მაისამდე Saudi Pro League-ის პირველობისთვის იბრძოლებენ.

18 გუნდი, 34 ტური და მხოლოდ 1 ჩემპიონი. 2023/24 წლების სეზონის საუდური ლიგის ყველა მთავარი ფავორიტისა და მათი გამორჩეული ფეხბურთელების ჩამონათვალი ასეთია.

საუდის არაბეთის პრო ლიგის ვარსკვლავები | Setanta Sports

რა თქმა უნდა ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა საბა კვერკველიას თამაშიც, რომელიც ერთადერთი ქართველია Saudi Pro League-ში. ეროვნული ნაკრების 31 წლის მცველმა ალ-უხდუუდთან კონტრაქტი ივლისში გააფორმა.

საუდის არაბეთში საფეხბურთო და სატრანსფერი ბუმი კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრში გადასვლის შემდეგ დაიწყო. სპორტის სამინისტრომ ქვეყნის საფეხბურთო კლუბებს ტრანსფერებისთვის 20 მილიარდამდე დოლარი დაუმტკიცა, პროექტი კი 2030 წლამდეა გათვლილი, რაც ავტომატურად ამ ჩემპიონატის პოპულარობის ზრდას და სატრანსფერო ბაზრის კიდევ უფრო გაფართოებას ნიშნავს.

სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ, ზრდად პოპულარობას ზრდადი ფინანსებით უპასუხეს კლუბების მესვეურებმაც. შესაბამისად, მსოფლიოში, ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი და ვარსკვლავებით დახუნძლული ლიგა მივიღეთ.

ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ალ ჰილალია 18 ჩემპიონობით. 9-9-ჯერ ქვეყნის ჩემპიონები ალ ნასრი და ალ იტტიჰადი გამხდარან, ხოლო 6-ჯერ – ალ შაბაბი.

როგორ და სად ვუყურო საუდის არაბეთის ლიგას

ტურში მაყურებელი 9 მატჩიდან სამს პირდაპირ ეთერში იხილავს. მათგან ერთი კი უპირობოდ, კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრის მატჩი იქნება.

Saudi Pro League-ის ჩემპიონატი 11 აგვისტოს, ალ აჰლისა და ალ ჰაზიმის დაპირისპირებით დაიწყება. მატჩის ყურება setantasports.com-ის OTT პლატფორმაზე, 22:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

Access our streaming platform

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე