სარჩევი
საქართველო U21 - ნიდერლანდები U21 | Setanta Sports
2023 ივნ 27, 22:50 შშ
2 წუთის საკითხავი

საქართველო U21 ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფშია. რამაზ სვანაძის გუნდმა A ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა და 1/4-ფინალში C ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება.

ბრძოლა, ჟინი, თავდადება – და საბოლოოდ საქართველოს U21-მა საქართველოს გამარჯვება მოუტანა. ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ნიდერლანდების წინააღმდეგ უმძიმეს შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდულმა გუნდმა ფრედ 1-1 ითამაშა.

საქართველო U21 1-1 ნიდერლანდები U21

მატჩი უმძიმესი გამოდგა. სრული სათამაშო უპირატესობა ნიდერლანდების მხარეს იყო, თუმცა რამაზ სვანაძის გუნდმა საკუთარ მიზანს მიაღწია.

მეტიც, ანგარიში საქართველომ გახსნა. 42-ე წუთზე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა და საქართველი U21 დააწინაურა.

ნიდერლანდებმა მალევე გაათანაბრა თუმცა ზირკზეს გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა. ამის მიუხედავად ლოის გუნდმა ტაიმი მაინც არ წააგო. გოლი მამარდაშვილის კარში კენეთ ტეილორმა გაიტანა.

მეორე ნახევარში ნიდერლანდების U21-ის სოლიდური უპირატესობის მიუხედავად მეტი გოლი აღარ გასულა. ლოის გუნდს კი აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, რადგან პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ფრეზე საქართველოსთან ერთად ბელგია გადიოდა, პორტუგალიის გამარჯვებაზე კი პორტუგალია.

საბოლოოდ სიკვდილის ჯგუფიდან პირველი ადგილით სწორედ საქართველო U21 გავიდა. რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქე 1/4-ფინალში ხვალ გაირკვევა. ის C ჯგუფის მეორეადგილოსანი – ჩეხეთი, გერმანია, ან ისრაელი იქნება.

მატჩი კი 1-ელ ივლისს თბილისში, უდიდესი ალბათბით, მიხეილ მესხის ნაცვლად, დინამო არენაზე გაიმართება.

რაც შეეხება ჩვენი ჯგუფიდან, მეორე ადგილზე გასულ პორტუგალია U21-ს ის ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ინგლისი U21-ს შეხვდება.