სარჩევი
საქართველო 9-0 ტაილანდი - რეკორდები | Setanta Sports

საქართველო 8-0 ტაილანდი – რეკორდები. საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი ისტორიულ მატჩში დაამარცხა. ამხანაგურ შეხვედრაში არაერთი რეკორდი მოიხსნა.

საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი 8-0 დაამარცხა. მატჩი მოსალოდნელი სცენარით წავიდა და საქართველოს სრული დომინირებით დასრულდა.

ყველაზე ახლოს საქართველოს ნაკრების კართან ტაილანდი 85-ე წუთზე, თუმცა იქაც გურამ კაშიამ და გიორგი ლორიამ უნისონში ნაკრებს მშრალი კარი დაუდეს.

სხვა მხრივ, თამაში მუდმივად მეტოქის ნახევარზე მიდიოდა. გატანილი გოლების გარდა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არაერთი საგოლე შანსი გაანიავა.

საქართველო 8-0 ტაილანდი – რეკორდები

  • აქამდე, საქართველოს ყველაზე დიდი ანგარიშით 1997 წელს, შინ სომხეთი, 7-0 დაემარცხებინა.
  • შოთა არველაძის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ჰეთ თრიკი არავის შეესრულებინა. გიორგი მიქაუტაძემ ეს მიღწევა ხომ გაიმეორა და შემდეგ, საერთოდ, ისტორიული პოკერი შეასრულა.
  • ამ მატჩში საქართველომ ტაიმი ყველაზე დიდი ანგაიშით 6-0 მოიგო. ესეც ცხადია, სარეკორდო მაჩვენებელია.
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ტაილანდი 71-ე მეტოქეა და, ამავდროულად, მე-10 აზიური ქვეყანა.
  • მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 15 ოქტომბერს, კვიპროსის წინააღმდეგ გამართვს.
  • ჯვაროსნების ისტორიაში ტაილანდთან მატჩი სულ 277-ე იყო, ამხანაგურებში კი – 120-ე.
  • ეს იყო ნაკრების ისტორიაში 23-ე, საშინაო მატჩებში მე-15, ხოლო ამხანაგურ შეხვედრებში მე-10 გამარჯვება 3 ან მეტი ბურთის სხვაობით.
  • გიორგი მიქაუტაძემ ტაილანდს 24-ე, 37-ე, 41-ე და 56-ე წუთებზე გაუტანა 4 გოლი. საინტერესოა, რომ ნაკრებში ჩატარებულ პირველ 18 მატჩში მას იგივე რაოდენობის გოლი ჰქონდა გაფორმებული.
  • შოთა არველაძის შემდეგ მიქაუტაძე ნაკრების ისტორიაში მეორეა, რომელმაც თამაშში 3 ან მეტი ბურთი გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიქაუტაძემ ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი შეასრულა – 17 წუთში (24, 37, 41), თან, ერთ ტაიმში!
  • ეროვნულ ნაკრებში გატანილი 8 გოლით მიქაუტაძე ყველა დროის ბომბარდირთა შორის ახლა მე-9 ადგილზეა გიორგი ქინქლაძის, დავით სირაძის და გიორგი ჩაკვეტაძის მხარდამხარ.
  • სოლომონ კვერკველია ნაკრების ისტორიაში 25-ე კაპიტანია.
  • საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ვილი სანიოლმა მე-13 თამაში მოიგო, რითაც ალექსანდრე ჩივაძის და თემურ ქეცბაიას შედეგი გაიმეორა. რეკორდი ვლადიმირ ვაისს ეკუთვნის – 16 გამარჯვება. საინტერესოა, რომ სანიოლმა მე-13 მოგება 28-ე შეხვედრაში იზეიმა, რაც საუკეთესო შედეგია ხსენებულ ოთხ მწვრთნელს შორის. შედარებისთვის: ჩივაძემ 35-დან 13 მატჩი მოიგო, ქეცბაიამ 40-დან 13, ხოლო ვაისმა 47-დან 16.
  • ვაისის და ჩივაძის შემდეგ ვილი სანიოლი მხოლოდ მე-3 მწვრთნელია, რომლის ხელში საქართველოს ნაკრებმა მინიმუმ 40 ბურთი გაიტანა. ვაისის საქართველომ 47 მატჩში 61 ბურთი შეაგდო, ჩივაძის დროინდელმა ნაკრებმა 35 მატჩში 43, ხოლო სანიოლის ხელმძღვანელობით გამართულ 28 მატჩში საქართველოს ნაკრებს უკვე 46 გოლი აქვს გატანილი.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15 ოქტომბერს შედგება.