სარჩევი
2022 დეკ 20, 08:55 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

საფრანგეთის ნაკრებს მხურვალე დახვედრა მოუწყვეს. მიუხედავად მარცხისა ფრანგები თავიანთი ნაკრებით ამაყობენ. ზედიზედ მეორედ ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ხალხის ხალხმრავლობა ფინალის დრამატურგიამაც განაპირობა, ფრანგებმა თითქმის წაგებული თამაში მოატრიალეს, როგორც ძირითად, ისე დამატებით დროში, ბოლო წუთებზე კი სულ მცირე დააკლდათ ჩემპიონატის მოსაგებად.

კონკორდის მოედანზე 50 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებული. განსაკუთრებით მხურვალედ შეხვდნენ კილიან მბაპეს გამოჩენას, რომელიც ფინალის გმირი და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 8 გატანილი გოლით.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგებს დიდი დანაკლისი ჰქონდათ. ეს დანაკლისიც რაღაც მხრივ წაადგათ, (რადგან, კარიმ ბენზემა და პოლ პოგბა შიდა სამზარეულოს ყოველთვის ურევდნენ) მეორე მხრივ კი ზიანი მიადგათ, რადგან კიმპემბესა და კანტეს გამოკლება ყოველთვის დიდი დანაკლისია.

თუმცა, მთელი ჩემპიონატის მანძილზე, მათ შორის, ფინალში, გამოჩნდა, რომ ფრანგებს ბევრი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავთ, და კილიან მბაპეს თამადობით მომდევნო ჩემპიონატზეც ფავორიტთა შორის უნდა იყვნენ. თუმცა, იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.