სარჩევი
ჯანი ინფანტინო პრესკონფერენცია კატარიდან | Setanta Sports
2022 დეკ 16, 12:13 შშ
1 წუთის საკითხავი

FIFA საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის რეფორმირებას გეგმავს. 2025 წლიდან ტურნირზე გუნდების რაოდენობის გაზრდას 32-მდე გეგმავენ.

ინფორმაცია FIFA-ს პრეზიდენტმა თავად გააჟღერა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, მომდევნო 4-წლიან ციკლში დიდი ცვლილებები იქნება.

“განვიხილეთ და გადავხედეთ რიგ სტრატეგიულ პრინციპებს. მაგალითად, შევთანხმდით, რომ მამაკაცთა შორის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი 2025 წელს 32 გუნდით ჩატარდება და ის მუნდიალს დაემსგავსება”.

ჯანი ინფანტინო – FIFA-ს პრეზიდენტი

ტურნირი 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება. ინფანტინოს თქმით, მასში მსოფლიოს უძლიერესი კლუბები მიიღებენ მონაწილეობას.

“ამ ფორმატით ტურნირი 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება და მისი პირველი გათამაშება 2025 წლის ზაფხულში იქნება. მოწვეულები იქნებიან მსოფლიოს საუკეთესო კლუბები.

ამ ტურნირის შემოსავალი და ბიუჯეტი 11-მილიარდ-დოლარიან ფინანსურ პროგნოზში გათვალისწინებული არ არის”.

ჯანი ინფანტიონო – FIFA-ს პრეზიდენტი

საგულისხმოა, რომ მსგავს ინიციატივას 2021 წლის ნოემბერში ინგლისურმა კლუბებმა მხარი არ დაუჭირეს. პრემიერ ლიგის გუნდებმა FIFA-ს ინიციატივას ფეხბურთისთვის საფრთხისშემცველი უწოდეს.

ინფანტინომ ასევე არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ 2026 წლის სანაკრებო მსოფლიო ჩემპიონატის რეგლამენტი გადაიხედოს. ამ დროისთვის არსებული დებულების მიხედვით, აშშ, კანადა, მექსიკაში 48 ნაკრები 16 სამგუნდიან ჯგუფში უნდა გადანაწილდეს.