საკლუბო ფეხბურთი დაბრუნდა – EFL Cup სენსაციების გარეშე

EFL თასზე პირველი მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ | Setanta Sports

გაერთიანებულ სამეფოში და შესაბამისად, setantasport.com-ზე ფეხბურთი განახლდა. რანგით მაღალი ლიგების დაწყებამდე გუნდებმა EFL თასზე ითამაშეს. 1/8 ფინალის პირველმა დღემ სენსაციის გარეშე ჩაიარა.

ნიუკასლი 1:0 ბორნმუთი

ნიუკასლმა ბორნმუთი 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი საკუთარ კარში ადამ სმიტმა გაიტანა.

პრემიერ ლიგის ორი გუნდის მატჩის პირველ ტაიმში გოლები არ გასულა. სენტ ჯეიმს პარკზე მხოლოდ ედი ჰაუს გუნდი დომინირებდა. სტუმრებს კარისკენაც კი არ დაურტყამთ.

ედი ჰაუ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ იყო, ეს კი მატჩს დამატებით ინტრიგას სძენდა. ჯორდებში გადასვლის შემდეგ ეს ინგლისელი მწვრთნელისთვის ბორნმუთთან მეორე შეხვედრა იყო. პირველი პრემიერ ლიგაში 1:1 დასრულდა.

ალექსანდერ ისაკი კვლავ ტრავმირებულია, ლიდერობა კი მოედანზე მეორე ტაიმში გამოსულმა ალან სენ მაქსიმენმა ითავა.

მატჩის ერთადერთი ავტო გოლი 67-ე წუთზე გავიდა.

დარჩენილ დროში გარი ონილის გუნდი გააქტიურდა, თუმცა ანგარიშის შეცვლა ალუბლებმა ვეღარ შეძლეს. საბოლოოდ, მეოთხედფინალის საგზური ნიუკასლმა მოიპოვა.

მილტონ ქინს დონსი 0:3 ლესტერი

ემქეი დონსი შინ ლესტერთან 0:3 დამარცხდა. ინგლისის პირველი ლიგის(League One) გუნდის საგულშემატკივროდ ემ ქეი სტადიონზე 15 000-ზე მეტი ქომაგი მივიდა.

რანგით მესამე დივიზიონის გუნდმა პრემიერ ლიგის 2015/16 წლების სეზონის გამარჯვებულს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

პირველი ლიგი გასავარდნ ზონაში მყოფ დონსს იური ტილემანსმა, აიოზე პერესმა და ჯეიმი ვარდიმ გაუტანეს.

EFL Cup-ის დარჩენილი მატჩები

დარჩენილ მატჩებში საუთჰემპტონმა პირველი ლიგის ლინკოლნი დაამარცხა, ხოლო ვულვერჰემპტონმა მეორე ლიგის (League Two), ჯილინგემს აჯობა.

  • საუთჰემპტონი 2:1 ლინკოლნი
  • ვულვზი 2:0 ჯილინგემი

Setanta Sports-ის მაყურებელი კიდევ 4 მატჩს იხილავს. მეოთხედფინალისთვის კიდევ ოთხი წყვილი იბრძოლებს.

  • ბლექბერნი vs ნოტინგემ ფორესტი
  • ჩარლტონი vs ბრაიტონი
  • მანჩესტერ იუნაიტედი vs ბარნლი
  • მანჩესტერ სიტი vs ლივერპული

მეოთხედფინალის წილისყრა ეტიჰადზე, მანჩესტერ სიტი-ლივერპულის დასრულების შემდეგ გაიმართება. მატჩები კი 10 იანვარს ჩატარდება.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე