საქართველო – ესპანეთი რთულია ამ მატჩის შემდეგ რაიმე თქვა, გაანალიზო წარმოუდგენელი, ხოლო ცხელ გულზე რაიმე დაწერო არასწორი. შესაბამისად, ჯერჯერობით, მატჩის შემდგომი ოფიციალური კომენტარებით შემოვიფარგლოთ,
პრესკონფერენციის ოთახში პირველი ესპანური მხარე შემოვიდა. ლუის დე ლა ფუენტემ გამარჯვებას ისტორიული უწოდა და ანგარიშის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს ანგარიშგასაწევი უწოდა.
“ყოველთვის ძნელია იყო დამაჯერებელ შედეგში დარწმუნებული. დღეს უკიდურესად კონცენტრირებულები ვიყავით. ამ ყველაფერს დიდი შრომა, დისციპლინა, ნდობა და ამბიცია უდევს საფუძვლად.
გვიხარია ამგვარი შედეგის მიღება, თუმცა წარმოუდგენელია, წინასწარ გქონდეს ამგვარი გამარჯვების მოლოდინი.
შედეგის მიუხედავად, საქართველოს მძლავრი ესპანეთის წინააღმდეგ მოუხდა თამაში. ჩვენ ჩვენი რწმენის ერთგულნი დავრჩით. ამ შედეგის მიუხედავად საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა და მომავალში შედეგს მიაღწევს”.
ლუის დე ლა ფუენტე
ესპანელთა პრესკონფერენციის ბოლოს დემიკო ლოლაძემ მე-20 საუკუნის ესპანური ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს ეს ნაკრები გუნდურად, მთლიანად ვარსკვლავია. მართალიცაა, ასაკოვანი ქართველი ჟურნალისტი. ესპანეთმა ყოვლისცმომცველად ითამაშა.
საპასუხოდ, დე ლა ფუენტემ მადლობა გადაიხადა და გვითხრა:
“გჯეროდეთ, გწამდეთ თქვენი ნაკრების. ზოგჯერ შედეგები, საკმაოდ მოსალოდნელია. ესპანეთთან თამაში ადვილი არ არის. თქვენი გუნდი კი იმდენად კარგია, რომ კარგ შედეგებს მალე მიიღებთ”
ვილი სანიოლის კომენტარი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
“პირველ რიგში, 1.5-წლის შემდეგ, იცით, როგორც წესი კითხებს უპრობლემოდ ვპასუხობ, თუმცა დღეს კატასტროფა მოხდა მინდორზე, ალბათ 300 კითხვაზე პასუხიც არ იქნება შესაბამისი და მხოლოდ შეფასებას მოგახსენებთ.
პირველი, მსურს გითხრათ ბოდიში. ფანტასტიკურ ქომაგებს, რომლებიც მოვიდნენ, თუნდაც უსუსური ფეხბურთის სანახავად მოვიდნენ. დღეს მხოლოდ ფანები იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე.
ეს კატასტროფა იყო, ბურთით, უბრუთოდ, მიდგომით, ტექნიკით, შემართებით, არაფერმა იმუშავა, ძალიან დიდი დოზებით.
მომდევნო საათებში, ჩვენ გვაქვს საჭირო გარჩევა ფეხბურთელებთან, უნდა ვიყოთ ღია, გულრფელნი ერთმანეთთან. როდესაც ვამბობ კატასტროფას ვგულისხმობ, ჩემს თავს, შტაბს, ფეხბურთელებს.
გავარჩევთ, რა რატომ მოხდა. რა არის ჩვენი დონე, სად ვართ, განსაკუთრებით ერთა ლიგის ფლეიოფებისთვის და რა არის მოლოდინი ჩვენ მიმართ.
შეგვიძლია ჩაგვივარდეს მატჩი, ვიყოთ ცუდი, თუმცა ასეთ დონეზე ასეთი თამაში მიუღებელია. უნდა შევწყვიტოთ საუბარი და მუხლჩაუხრელ შრომას დავუბრუნდეთ. თუკი იმავე მიდგომას ვაჩვენებთ ნორვეგიასთან ეს უდიდესი პრობელმა იქნება.
მოვიბოდიშებ, რომ თქვენს კითხვებს პასუხებს არ ვცემ.
ეს წარუმატებლობა მთელ გუნდს ეხება და გპირდებით, რომ გამოსწორებაზე მუშაობას ხვალიდანვე შევუდგებით.”