სარჩევი
2022 დეკ 24, 15:27 შშ
1 წუთის საკითხავი

ჯუდ ბელინგემმა მოლოდინი გაამართლა, მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. მისი ნაკრები რომ შორს წასულიყო, შესაძლოა საუკეთესოც გამხდარიყო.

ჯუდი დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელია და 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული. როგორც წესი, ინგლისელები სხვა ქვეყნებში დიდხანს არ ჩერდებიან.

მისი შეძენის სურვილი გამოთქვეს:

ჩელსიმ, მადრიდის რეალმა, ლივერპულმა, მანჩესტერ იუნაიტედმა, მანჩესტერ სიტიმ და პარი სენ ჟერმენმა. კონკურენცია დიდია, ბელინგემს აქვს საშუალება საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოს.

ინგლისურ პრესაში იწერება, რომ მცირე უპირატესობა ექნება მანჩესტერ სიტის, რადგან ბელინგემს პეპ გვარდიოლასთან მუშაობა სურს. ასევე, იწერება, რომ არნოლდი და ჰენდერსონი ლივერპულში ეპატიჟებიან.

გვექნება თუ არა იანვარში ბელინგემის შეძენის შესაძლებლობა? მე არ ვარ ადამიანი, ვისაც ამ კითხვით უნდა მიმართოთ“, – ასე გამოეხმაურა ბელინგემის თემას იურგენ კლოპი, – ყველაფერი იანვარში გამოჩნდება, სპორტული თვალსაზრისით ყოველთვის მზად ვართ”.