ბეტა ვერსია

პორტუგალია U21 – რუი ჟორჟესა და ენრიკე არაუხოს პრესკონფერენცია

პორგუალიის U21-ის პრესკონფერენცია | Setanta Sports

საქართველოს ნაკრებმა სადებიუტო შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. გიორგი გაგუასა და საბა საზონოვის გოლებით. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე პორტუგალიის U21-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რუი ჟორჟე და ენრიკე არაუხო წარდგნენ.

ენრიკე არაუხო: მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ, სამწუხარო შედეგია, დასკვნებს გამოვიტანეთ და უკეთ მოვემზადებით.

რთულია ასეთ დროს თამაშში ჩაერთო (შეცვალზე შევიდა), მაგრამ ყოველთვის მზად უნდა იყო. მომდევნო შეხვედრაში უფრო ფოკუსირებულნი ვიქნებით. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი მეტოქის საშინაო კედლები იყო, გვსურდა აგრესიულად დაგვეწყო, მაგრამ დავუშვით შეცდომები, რომელიც ამ ეტაპზე არ უნდა დაგვეშვა.

არ გვიფიქრია იმაზე, რომ კვარაცხელია და მიქაუტაძე არ ითამაშებდნენ. არ აქვს მნიშვნელობა ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ, მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობდით. ჯგუფიდან გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.

რუი ჟორჟე: სამი ქულის დაკარგვა სადებიუტო მატჩში ძალიან ცუდია. პირველი ტაიმი შედარებით კარგი იყო, მაგრამ დაცვაში შეცდომები დავუშვით. ბურთს ვფლობდით, თუმცა, გატანა ვერ შევძელით.

გაცილებით მეტი შეგვეძლო, აგრესიულად ვერ ვიმოქმედეთ. მეორე ბურთის მიღების შემდეგ კი თამაშის სურათი აბსოლუტურად შეიცვალა.

არ აქვს აზრი წიანასწარ იმის თქმას ვინ არის ფავორიტი და აუტსაიდერი. ჯერ მოედანია და შეფასებები მხოლოდ ამის შემდეგ კეთდება. ფავორიტები ისეთ შეცდომებს არ უშვებენ, როგორც ჩვენ დავუშვით.

არ ვიცი ამ შეკითხვას რა ვუპაუხო, რა ჯანდაბაა.. – ჟურნალისტმა იკითხა როგორ დასრულდებოდა შეხვედრა პორტუგალიის ნაკრებს კრიშტიანუ რონალდუ რომ ჰყოლოდა.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

Access our streaming platform

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე