სარჩევი
2022 დეკ 22, 18:22 შშ
1 წუთის საკითხავი

რონალდუს ალ ნასრში გადასვლა სულ უფრო რეალური ხდება. თავდაპირველად, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაიწერა, რომ რონალდუ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებდა.

ამჟამად საუბარია შვიდწლიან კონტრაქტზე. რონალდუს ხელფასის სახით ყოველწლიურად 200 მილიონ ევროს სთავაზობენ, რომელიც ეტაპობრივად გაიზრდება. კონტრაქტის მიხედვით, რონალდუ საფეხბურთო კარიერის შემდეგ ალ ნასრის ელჩი გახდება.

საუდის არაბეთში მიიჩნევენ, რომ რონალდუს ელჩობის შემთხვევაში გაიზრდება შანსი 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატს საუდის არაბეთმა უმასპინძლოს, საბერძნეთთან და ეგვიპტესთან ერთად.

რონალდუმ მუნდიალის მერვედფინალის წინ უარჰყო ჭორები, მას შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. ალ ნასრის მწვრთნელი, რუდი გარსია მოხარულია პორტუგალიელთან მუშაობის შესაძლებლობით.

ყველა მწვრთნელი მოხარული იქნებოდა ასეთი შესაძლებლობით. მიმაჩნია, რომ უდიდეს ფეხბურთელებთან მუშაობა ყველაზე მარტივია, რადგან ისინი, პირველ რიგში, გონიერებით გამოირჩევიან“, – თქვა რუდი გარსიამ.

რონალდუმ ჩემპიონატის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ევროპაში სურდა დარჩენა, შემოთავაზებები ჯერჯერობით არ ჩანს.

იყო საუბარი ბაიერნსა და ნაპოლიზე, თუმცა, საქმე შეთავაზებამდე არ მისულა.