კრიშტიანუ რონალდუ მადრიდში დაბრუნდა. პორტუგალიელები მარცხის შემდეგ თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ, რონალდუ კი ამჟამად უკლუბოდ არის. ამიტომ, ფორმის შეანარჩუნებლად ყოფილ კლუბს მიაკითხა და მადრიდის რეალის ბაზაზე ვარჯიშობს.
კრიშტიანუმ მანჩესტერ იუნაიტედთან გაწყვიტა კონტრაქტი, სასურველი შეთავაზება ჯერჯერობით არ მიუღია, პრესაში მხოლოდ საუდის არაბეთის ალ ნასრზე იწერება, დიდძალ თანხასა და ორწელიწადნახევრიან კონტრაქტზე. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს რონალდუ.
რეალში მისი დაბრუნება, თუნდაც სეზონის ბოლომდე უკვე გამოირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი აგენტია და ძალიან მარტივად შეიძლება მისი გაფორმება, რონალდუს დრო მადრიდის რეალში უკვე დასრულდა. ასევე, მისი ტრანსფერი გამორიცხა პარი სენჟერმენის მმართველმა, აღნიშნა, რომ კლუბს შემტევები არ აკლია და რონალდუს დიდი პატივისცემის მიუხედავად, მისი ადგილი არ გვაქვსო.
უკვე ჩანს, რომ ბევრი შეთავაზება არ იქბება. თუმცა, ცოტა უცნაურია, რომ აქამდე არ ყოფილა საუბარი MLS-ზე, თუნდაც დევიდ ბექემის კლუბზე. ის რამდენიმე წელია ცდილობს თავის კლუბში მეგავარსკვლავი გადაიყვანოს, ახლა ამის ძალიან კარგი შესაძლებლობაც მიეცა, მაგრამ ჯერჯერობით სიჩუმეა.