სარჩევი
რამაზ სვანაძე საქართველო u21 პრესკონფერენცია | Setanta Sports
2023 ივნ 21, 23:49 შშ
2 წუთის საკითხავი

პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე და პირველი გოლის ავტორი – გიორგი გაგუა გამოცხადდნენ. დასაწყისი ძალიან კარგია, მაგრამ ხვალიდან ყველაფერს ნულიდან დავიწყებთო – ბრძანა მწვრთნელმა.

რამაზ სვანაძე: ძალიან მნიშვნელოვანი იყო სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვება. გულშემატკივართა მხრიდან დიდი მუხტი მოდიოდა. დავამარცხეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. პორტუგალია ტიტულისთვის ჩამოვიდა და მათი მიზანი არ შეიცვლება.

ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს. სასიამოვნოა, რომ ორკვირიანმა მოსამზადებელმა ეტაპმა შედეგი მოიტანა. გვაქვს სიხარულის საფუძველი, ხვალიდან ყველაფერი ნულიდან დაიწყება.

გიორგი გაგუა: ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, მწვრთნელებმა თამაში კარგად დაგეგმეს და მიზანს მივაღწიეთ. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ბიჭებს, რომლებიც გლაზგოდან ჩამოვიდნენ და ბოლომდე დაიხარჯნენ.

სვანაძე: ერთიანობით შევძელით წარმატების მიღწევა. დავალებები ზუსტად შეასრულეს. დებიუტანტები ვართ, პირველად დავამარცხეთ პორტუგალიის ნკარები და მომდევნო მატჩებშიც წარმატებისთვის ვითამაშებთ.

გაგუა: ერთი ოჯახი ვართ და ამის ხარჯზე მოვიგეთ. გამარჯვება მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ბელგიასთანაც მოსაგებად გავალთ.

სვანაძე: ყველა ის ფეხბურთელ, რომელიც ეროვნული ნაკრებიდან შემოგვიერთდა მადლობა ეკუთვნით, გადაიღალნენ როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. პირველ საათზე შემოგვიერთდნენ, მათი ძირითად შემადგენლობაში დაყენება არ გავრისკეთ, ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო. ასევე, ჩვენ ვენდობით იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მთელი ორი წლის მანძილზე ჩემი ხელმღვანელობით თამაშობდნენ.

რწმენა, გამოცდილება და ხარისხი – აი, ეს მივიღეთ ფეხბურთელებისგან, რომლებიც ეროვნული ნაკრებიდან შემოგვიერთდნენ.

მომავალ შეხვედრაში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც ბოლომდე მზად იქნებიან, შესაძლოა ცვლილებების გაკეთებაც მოგვიწიოს. თუმცა, დისონანსზე საუბარი ზედმეტია. ყველას ყველაფერი ესმის. არჩევანი რთულია, მაგრამ ყველა მწვრთნელს სურს ასეთი არჩევანი ჰქონდეს. ეს გუნდისთვის კარგია.

ჩვენი ოთხივე მცველი თავიანთ კლუბში ცენტრალურ მცველად თამაშობს, მაგრამ კალანდაძეს ყოველთვის ფლანგზე ვიყენებთ. სწორედ აღნიშნეთ, პორტუგალიამ ტაქტიკა შეცვალა, 4-3-3 ზე გადავიდა და ფლანგებიდან შემოგვიტიეს. აზაროვის გამოყვანაც ამან განაპირობა.

ბელგიის ნაკრების თამაშები ვნახეთ, მაგრამ დღევანდელი მატჩის გაანალიზებაც მოგვიწევს, რამდენიმე ფეხბურთელი ეროვნულიდან დაიმატეს და ამ მატჩსაც კარგი გარჩევა სჭირდება.

ეს ჩემი ხელმძღვანელობით, ახალგაზრდული ნაკრების საუკეთესო შეხვედრა იყო. თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე.