სარჩევი
რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ | Setanta Sports
2023 ივნ 27, 23:20 შშ
1 წუთის საკითხავი

საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა და მომავალ მეტოქეს დაელოდება. მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.

ურთულეს ჯგუფში შევძელით და პირველი ადგილი დავიკავეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, სტაფს და გულშემატკივარს. სამივე თამაშში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა გულშემატკივრის სტადიონზე ყოფნა.

პირველი ტაიმი ძალიან რთული გამოდგა, ნიდერლანდები პლეიოფში ვერ გავიდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ საუკეთესო იყო ჯგუფში. ბოლო ორმა თამაშმა ძალიან დიდი ძალა და ენერგია წაიღო, მაგრამ ფეხბურთელებმა გაუძლეს და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ქართველ გულშემატკივარს ვეტყვი, რომ ამ თაობის იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს.

დავითაშვილი: მადლობა გულშემატკივრობისთვის. ძალიან რთულ ჯგუფში ვიყავით და ბევრი არ ელოდა პირველ ადგილს, თუმცა, ჩვენ გვჯეროდა ამის. მადლობა ქომაგებს ასეთი მხარდაჭერისთვის. პირველი ტაიმი რთული იყო, თუმცა, ვიპოვეთ ძალები და შედეგს მივაღწიეთ. ახლა უნდა დავივიწყოთ ეს ყველაფერი და მეოთხედფინალზე ვიფიქროთ.

სვანაძე: ახლა შემატყობინეს, რომ მეოთხედფინალურ შეხვედრას “დინამოზე” ჩავატარებთ. გრაფიკი დატვირთულია, გადავიღალეთ, მაგრამ ეს ეტაპი გადავლახეთ და ახლა ოთხი დღე გვაქვს ძალების აღსადგენად.

დავითაშვილი: როცა ასეთ ჩემპიონატზე თამაშობ განსხვავება არ ჩანს ეროვნულსა და ახალგაზრდულ ნაკრებს შორის. როგორც ეროვნულში მიხარია წარმატება, ისე მახარებს ახალგაზრდული ნაკრებიც. ამ ფეხბურთელებთან ერთად ბავშვობიდან მოვდივარ, ეს ჩემი ოჯახია.

სვანაძე: პირველ ტაიმში ბევრი ბურთი დაიკარგა. ამის მიზეზი ერთი მხრივ დაღლილობაა, მეორე მხრივ კი ტემპთან ადაპტირება, ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობენ, მათთვის რთულაი ასეთ სისწრაფეზე გადართვა.

თამაშის დროს ხშირად ვცვლით ტაქტიკას, მეტოქიდან გამომდინარე, ასეთი დონის გუნდებისგან ყოველთვის უნდა ველოდოთ სურპრიზებს. გადაწყობისა და ტაქტიკური ცვლილების პრობლემა არ გვაქვს.

საერთოდ, ასაკობრივ ნაკრებებში ფორვარდის პრობლემა გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდება.

დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, გრანდებთან თამაშს უკვე მივეჩვიეთ.