სარჩევი
2022 დეკ 14, 14:30 შშ
0 წუთის საკითხავი

ბუენოს აირესში ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე, არგენტინის ნაკრების მხარდასაჭერად. გულშემატკივარმა ერთად იზეიმა ხორვატიასთან გამარჯვება და იმედი აქვთ, რომ ამჯერად მსოფლიო ჩემპიონობა მათ დარჩებათ.

ბოლო სამი მსოფლიო ჩემპიონატიდან მეორე ფინალს ვითამაშებთ, ეს კარგი მიღწევაა, საკმარისი გამოცდილება დავაგროვეთ, ჩემპიონობა შეგვიძლია”, – თქვა მარტინ დუარტემ, არგენტინის ნაკრების ქომაგმა.

არგენტინა ფინალში მაროკოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 2014 წლის ფინალი კი გერმანიის ნაკრებთან, დამატებით დროში დათმო.