ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი Setanta Sports-ზე

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი Setanta Sports-ზე | Setanta Sports

Setanta Sports-ის მაყურებელი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს პირდაპირ ეთერში იხილავს. 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, მუნდიალი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გაიმართება.

ერთთვიან მარათონს მაყურებელი Setanta Sports-ზე 9 ქვეყანაში იხილავს. ჩვენს პლათფორმაზე და არხებზე მაყურებელს უკლებლივ ყველა მატჩის ხილვის საშუალება ექნება.

საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ქალთა ფეხბურთი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შესაბამისია მხარდაჭერა FIFA-სა და UEFA-ს მხრიდან.

Setanta Sports-ის გუნდი მოხარულია, რომ ამ ფორმით, ქალთა ფეხბურთის პოპულარიზებას ქვეყანასა და მთელს რეგიონში შეუწყობს ხელს.

ქალთა ფეხბურთი – მსოფლიო ჩემპიონატი

ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ეს მე-9 ოფიციალური ტურნირია. პირველად, ქალთა მუნდიალს 1991 წელს ჩინეთმა უმასპინძლა.

მსოფლიო ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ, მამაკაცთა მუნდიალის მომდევნო წელს ტარდება.

ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატია, რომელსაც ოკეანეთის რეგიონი უმასპინძლებს. ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები ტურნირზე, მასპინძლის რანგში, პირდაპირ არიან დაშვებული.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი – ფაქტები

ქალთა მუნდიალის სრული რეკორდსმენი და მოქმედი ჩემპიონი აშშ-ის ნაკრებია. ამერიკელებს 8 ტურნირიდან 4 აქვთ მოგებული. ვარსკვლავებსა და ზოლებს მსოფლიო ჩემპიონატი 1991, 1999, 2015 და 2019 წლებში აქვთ მოგებული.

გერმანიას ორი ჩემპიონობა აქვს მოპოვებული. თითო-თითო გამარჯვება კი ნორვეგიისა და იაპონიის ანგარიშზეა.

რაც შეეხება გუნდების რაოდენობას, ის წელს ყველაზე მეტი იქნება. 32-გუნდიანი ტურნირი, თავდაპირველად, პირველ ორ ჩემპიონატზე 12-გუნდიანი იყო, მომდევნო 4 – 16-გუნდიანი, ხოლო ბოლო ორ ტურნირზე 24-მა გუნდმა ითამაშა.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი მარტა ვიეირა და სილვას აქვს. 37 წლის შემტევის ანგარიშზე 17 გატანილი გოლია. მარტა ბრაზილიის ნაკრებში 2002 წლიდან თამაშობს და ნაკრებში 174 მატჩი აქვს ჩატარებული. რეკორდსმენი ფეხბურთელი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მე-6 მუნდიალს ითამაშებს.

როგორ ვუყუროთ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს

მუნდიალი სტარტს 20 ივნისს ახალი ზელანდიისა და ნორვეგიის შეხვედრით აიღებს. მატჩების ხილვა მაყურებელს setantasports.com-სა და Setanta Sports-ის არხებზე შეეძლება.

საქართველოს დროით მატჩებს ოთხ სხვადასხვა დროის მონაკვეთში იქნება. ყველაზე ადრეული ე.წ. თაიმ სლოტი 05:00 საათია, ყველაზე გვიანი კი – 16:00.

ავტორის შესახებ
Picture of ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე