სარჩევი
პსვ ეინდჰოვენი vs დორტმუნდის ბორუსია - ჩემპიონთა ლიგა | Setanta Sports
2024 თებ 20, 21:06 შშ
1 წუთის საკითხავი

პსვ vs დორტმუნდი – ჩემპიონთა ლიგაზე 1/8-ფინალების მეორე კვირა იწყება. სამშაბათის მატჩები ეინდჰოვენსა და მილანში გაიმართება. მატჩების ლაივებს setantasports.com-ზე 23:55-დან იხილავთ.

სად ვუყურო პსვ vs დორტმუნდის მატჩს

პსვ vs დორტმუნდი 1/8-ფინალური წყვილის პირველი მატჩის ნახვა მაყურებელს setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე შეეძლება.

ეინდჰოვენში გასამართი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 23:55 წუთიდან დაიწყება.

დღის მეორე შეხვედრაში ინტერი მადრიდის ატლეტიკოს მასპინძლობს.

setantasports.com – პრომოკოდი NEWS24

setantasports.com-ზე გამოწერის შესაძენად და მისი განახლებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ პრომოკოდი NEWS24. ასეთ შემთხვევაში თვიურ გამოწერაზე 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

პსვ vs დორტმუნდი

პსვ ეინდჰოვენი არსენალის ჯგუფიდან ლანსთან 1-ქულიანი უპირატესობით გავიდა და მიკელ არტეტას გუნდს 4 ქულით ჩამორჩა.

რაც შეეხება დორტმუნდს – ბორუსიამ სიკვდილის ჯგუფი მოიგო. ამას ბევრი ნაკლება თუ ელოდა, თუმცა შვარცგელბენმა პსჟ-სა და მილანს 3-3 ქულით აჯობა.

მატჩს დამატებით ელფერს პეტერ ბოშის ფაქტორი სძენს. პსვ ეინდჰოვენის მთავარი მწვრთნელი ყოფილი გუნდის პირისპირ.

პეტერ ბოში დორტმუნდს 2017 წელს 6 თვით წვრთნიდა, თუმცა წარუმატებლად. მის ხელში ბორუსიამ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფის 6 მატჩიდან ვერცერთი მოიგო.

პსვ-სა და დორტმუნდს ერთმანეთთან ჩემპიონთა ლიგის 2002-2003 წლების სეზონში უთამაშიათ. პირველ ჯგუფურ ეტაპზე დორტმუნდმა ფილიპს არენაზე 3-1 მოიგო, ზიგნალ იდუნა პარკზე კი მატჩი 1-1 დასრულდა.

პსვ ერედივიზიას დამაჯერებლად და წაუგებლად ლიდერობს. ბოშის გუნდი ფეიენოორდს 10 ქულით უსწრებს. ბოლო ტურში პსვ ეინდჰოვენმა ჰერაკლესს ბოსკალისა და დე იონგის გოლებით 2-0 მოიგო.

დორტმუნდი ბუნდესლიგაში 2024-ში ბოლო ტურამდე საუკეთესო გუნდის რეგალიას ატარებდა. 4 გამარჯვებისა და 1 ფრის შემდეგ, ტერზიჩის გუნდმა ბოლო ტურში ვოლფსბურგთან 1-1 ითამაშა. გოლი ბორუსიიდან ნიკლას ფიულკრუგმა გაიტანა.