პსჟ vs ბაიერნი – პრევიუ

მიუნხენის ბაიერნისა და პარი სენ ჟერმენის დაპირისპირება მერვედფინალური ეტაპის მთავარი მატჩია, რა თქმა უნდა, რეალისა და ლივერპულის წყვილთან ერთად.

გალწიე vs ნაგელსმანი | Setanta Sports
გალწიე vs ნაგელსმანი

შეხვედრა დამატებით ინტრიგას იძენს გუნდების პოლიტიკის გამო. პსჟ ხმაურიანი ტრანსფერებით არის ცნობილი, ბაიერნი გამართული სისტემით. ამ კლუბების ხელმძღვანელებს შორის დაპირისპირებაც ბევრი ყოფილა, თუმცა, საერთო პოზიციაც აღმოაჩნდათ, – ორივე მათგანი კატეგორიული წინააღმდეგი იყო სუპერ ლიგის დაარსების.

თუმცა, ბაიერნი არასდროს მალავდა გაღიზიანებას პარიზული კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის გამო.

ჩვენ გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს. ამას ფულით ვერ იყიდი“, – თქვა ოლივერ კანმა, მოახლოებული მატჩის წინ.

პსჟ vs ბაიერნი – დრო და ლოკაცია

  • ადგილი – პარკ დე პრენსის სტადიონი
  • დრო – სამშაბათი, 14 თებერვალი, თბილისის დროით 23:55 საათი

ურთიერთშეხვედრები პსჟ vs ბაიერნი

გუნდები ერთმანეთს 11-ჯერ შეხვდნენ. ყველა შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართა. ფრანგებმა 6-ჯერ მოიგეს, გერმანელებმა 5-ჯერ. ბურთების ხვაობა თანაბარია – 15-15 ზე.

არცერთი მატჩი ყაიმით არ დასრულებულა. მთავარი ბომბარდირი კილიან მბაპეა, სამი გატანილი გოლით.

გუნდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რვაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ორჯერ მეოთხედფინალში და ერთხელ ფინალში.

2019/20 წლების ფინალი მიუნხენის ბაიერნმა 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი კომანმა გაიტანა, კიმიხის პასის შემდეგ.

საუკეთესო გოლი ჟორჟ ვეას ეკუთვნის, 1994 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

როგორ ფორმაშია პსჟ

საინტერესოა ფრანგული კლუბისთვის თვალის მიდევნება. სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს, ლიდერებმა ისე დაგეგმეს მოსამზადებელი ეტაპი, რომ მსოფლიო ჩემპიონატს ფორმის პიკში შეხვედროდნენ.

თითქოს, თავიდანვე განსაზღვრული იყო, რომ ტრიოდან ორი ფინალს ითამაშებდა და ასეც მოხდა. მესი და მბაპე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

აი, მუნდიალის მერე, ვერ წავიდა საქმე კარგად. არ არის სენ ჟერმენისთვის იდეალური დრო, მით უმეტეს, მიუნხენის ბაიერნთან სათამაშოდ.

ფრანგებმა ბოლო ორი მატჩი ზედიზედ წააგეს, – საფრანგეთის თასზე მარსელთან და ლიგა 1-ში მონაკოსთან.

როგორ ფორმაშია ბაიერნი

ზედიზედ ოთხი საყაიმო მატჩის მერე ცოტა შეშინდნენ კიდეც ქომაგები, მაგრამ სიტუაცია მალევე გამოსწორდა, ბაიერნმა ბოლო სამი მატჩი დამაჯერებლად მოიგო.

გაიტანა 11 გოლი და გაუშვა ორი. აღსანიშნია ჟოაუ კანსელუს დამატებაც, რომელმაც ისედაც ძლიერი კლუბი კიდევ უფრო მეტად გააძლიერა.

მიუნხენური გრანდი მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს უნიონ ბერლინს. შესაძლოა ბევრმა ჩათვალოს, რომ ბერლინის ჩემპიონობა ბუნდესლიგას უფრო წაადგება, შეიცვლება ეს მტანჯველი ერთფეროვნება, რომელიც ბაიერნმა ბოლო დეკადაში დაამკვიდრა, მაგრამ მათი ხასიათის ამბავი, რომ ვიცით, ძნელად სავარაუდოა, რომ რაიმე დათმონ.

მესი vs ზანე | Setanta Sports
მესი vs ზანე

დანაკლისი – პსჟ vs ბაიერნი

კილიან მბაპემ ვარჯიში დაიწყო, თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია ითამაშებს თუ არა. სავარაუდოდ, მცირე დროს მაინც დაუთმობენ, რადგან ორივე კლუბისთვის სეზონის მთავარი მატჩია. ნაადრევად კი გადაეყარნენ ერთმანეთს.

მონაკოსთან მატჩი გამოტოვა ლიონელ მესიმ, თუმცა, მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივრები დაამშვიდა და შეპირდა, რომ მესი ბაიერნისთვის მზად იქნება.

ლეოს კი გერმანელებთან და ბაიერნთან ცალკე ანგარიში აქვს. არავის ეს კაცი ისე არ გაუმწარებია, როგორც გერმანელებმა გაამწარეს. მხოლოდ მიულერის ნახვაც კი კმარა მოედანზე, რომ განსაკუთრებული მოტივაციით გავიდეს.

დონარუმა vs ზომერი | Setanta Sports
დონარუმა vs ზომერი

იყო კითხვები მარკო ვერატისთან მიმართებით, ბოლო ინფორმაციით იტალიელი მზად იქნება.

რაც შეეხება ბაიერნს. ძველი ამბავია, რომ მანუ ნოიერი სეზონის ბოლომდე დაკარგეს, ამაზე დიდი დანაკლისი გუნდს ვერ ექნება. კიმიხი ჯანმრთელად არის და ითამაშებს, სადიო მანე კი თამაშგარე რჩება.

სად და როგორ ვუყუროთ პსჟ vs ბაიერნი მატჩს

პსჟ – ბაიერნის მატჩი Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე იქნება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 23:55 წუთიდან იქნება შესაძლებელი.

30%-იანი ფასდაკლება და პრომოკოდი

setantasports.com-ზე წლიური გამოწერის მსურველებს 30 %-იანი ფასდაკლების მიღება შეუძლიათ. ამისთვის პრომოკოდის 30OFF გამოყენება დაგჭირდებათ.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე