2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსგავსად პრემიერლიგას ყველაზე მეტი ფეხბურთელი წარმოადგენს, ლოგიკურია, რომ სათავეში ტოპ ხუთი ლიგის წარმომადგენლები არიან, მაგრამ ცოტა გასაკვირი გამოდგა მათ შემდეგ MLS-ის ხილვა. შეერთებული შტატების ჩემპიონატს 36 წარმომადგენელი ეყოლება, რაც ამ ლიგის პროგრესზე მეტყველებს. სიის სათავე კი ასე გამოიყურება:
- ინგლისის პრემიერლიგა – 136 ფეხბურთელი
- ესპანეთის ლა ლიგა – 83 ფეხბურთელი
- გერმანიის ბუნდესლიგა – 75 ფეხბურთელი
- იტალიის სერია ა – 68 ფეხბურთელი
- საფრანგეთის ლიგა 1 – 54 ფეხბურთელი
აღსანიშნია, რომ იტალიის სერია ა ისე აღმოჩნდა მეოთხე ადგილზე, რომ მათი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე არ გასულა, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მაღალ საფეხურზე იქნებოდნენ.