სარჩევი
2022 დეკ 20, 09:25 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

BBC-ი ავრცელებს ცნობას, რომ აურელიან ჩუამენისა და კინგსლი კომანს რასობრივი ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს. ფაქტი ფინალის შემდეგ მოხდა, მიზეზი გაცუდებული თერთმეტმეტრიანია.

რასობრივი შეურაცხყოფის შემთხვევა ონლაინ სივრცეში დაფიქსირდა, რომელსაც მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა. პირველ რიგში, კომანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მიუნხენის ბაიერნმა.

მიუნხენის ბაიერნის ოჯახი შენს გვერდით არის კინგ, რასიზმის ადგილი სპორტში და საზოგადოებაში არ არის“, – გამოქვეყნდა ტექსტი ბაიერნის ტვიტერზე.

მსგავსი შემთხვევა მოხდა ევრო 2020-ის ფინალში, მაშინ რასიზმის მსხვერპლი მარკუს რაშფორდი, ჯეიდონ სანჩო და ბუკაიო საკა გახდნენ. მიზეზი იდენტურია, – ფინალში გაცუდებული თერთმეტმეტრიანი.