სარჩევი
პორტუგალიის სამუნდიალო განაცხადი ცნობილია | Setanta Sports
2022 ნოე 11, 08:16 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

ფერნანდუ სანტუშმა რჩეული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, პორტუგალიის ნაკრები მოახლოებული მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება, ასეთი დაბალანსებული ნაკრები მართლაც იშვიათი საპოვნელია. სია კი ასეთია:

მეკარეები

კოშტა, პატრისიუ, სა

მცველები

კანსელუ, დალო, პეპე, დიაში, პერეირა, ა.სილვა, მენდეში, გერერო

ნახევარმცველები

ვილიამი, ნევეში, პალინია, ბრუნო, ვიტინია, ოტავიუ, ნუნეში, ბ.სილვა, ჟოაუ მარიუ

თავდამსხმელები

რონალდუ, ფელიში, ლეაუ, ორტა, სილვა, რამეში

რა თქმა უნდა, განაცხადშია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რონალდუს მიმდინარე სეზონი ალბათ ყველაზე ცუდია მის კარიერაში, მაგრამ მისი მასშტაბის მქონე ფეხბურთელს სარგებლის მოტანა ყოველთვის შეუძლია. ტრავმის გამო ნაკრებს ვერ გაყვება დიეგუ ჟოტა, ფორვარდის პოზიციაზე კი ბევრი ვარიანტი არც არის, რონალდუ უკონკურენტოა.

პორტუგალიასთან ერთად, H ჯგუფში არიან, განას, ურუგვაისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები. ამავე თანმიმდევრობით პირველ მატჩს პორტუგალია 24 ნოემბერს გამართავს, მეორეს 28-ში, მესამეს კი 2 დეკემბერს.

https://www.facebook.com/setantageo/photos/a.241877282892282/1551645338582130/