პოგბა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

პოგბა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს | Setanta Sports

ოფიციალურად – პოლ პოგბა 2022 წლის მუნდიალზე ვერ ითამაშებს. ეს ინფორმაცია მისმა აგენტმა რაფაელა პიმენტამ დაადასტურა. „გუშინ და დღეს, ტორინოსა და პიტსბურგში გავლილი სამედიცინო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პოლს კვლავ სჭირდება რეაბილიტაციის გავლა, ამის თქმა ძალიან მძიმეა, ის მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს“, – თქვა რაფაელამ.

ფრანგმა ფეხბურთელმა მენისკის ტრავმა სეზონის დაწყების წინ, მოსამზადებელ ეტაპზე მიიღო, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო, სარეაბილიტაციო პერიოდმა იმაზე სწრაფად და მარტივად ჩაიარა, ვიდრე ელოდნენ, პოგბამ ვარჯიში განაახლა და მუნდიალზე წასვლის შანსიც გაუჩნდა, თუმცა, მცირე ხნის წინ ტრავმა გაიმიზეზა და მისთვის ყველაფერი დასრულდა.  

პოგბა საფრანგეთის ნაკრების მესამე დიდი დანაკლისია. გარდა იუვენტუსში დაბრუნებული ნახევარმცველისა, მსოფლიო ჩემპიონებს რაფაელ ვარანი და ნგოლო კანტე გამოაკლდათ. გამოდის, რომ წინა მსოფლიო ჩემპიონატის გმირები, რომლებმაც ცენტრალურ ზონაში საფრანგეთის ნაკრების დომინაცია განაპირობეს ტურნირს გამოტოვებენ.

საფრანგეთის ნაკრებში შემცვლელები ყოველთვის მოიძებნებიან, მაგრამ დანაკლისი ძალიან დიდია. პოლ პოგბა და ნგოლო კანტე, ფაქტობრივად თანამედროვე ვიეირა-მაკელელეს დუეტად იყო ჩამოყალიბებული.

მიუხედავად ამ დანაკლისისა, საფრანგეთის ნაკრები მაინც მოიაზრება ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად, ფრანგები D ჯგუფში ავსტრალიის, დანიისა და ტუნისის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე