სარჩევი
2022 დეკ 01, 13:06 შშ
1 წუთის საკითხავი

გერმანიისა და კოსტა რიკის მატჩს სტეფანი ფრაპარი განსჯის. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, მატჩს ქალი არბიტრი გაუძღვება. ქალები იქნებიან გვერდითი მსაჯებიც, და პრაფარის დამხმარეებიც.

მატჩი კი მეტად საპასუხისმგებლოა, გერმანიის ნაკრები ჯგუფიდან გასასვლელად იბრძვის, პარალელურად, ესპანეთის მატჩზე იქნება დამოკიდებული, ასე რომ, პრაფარს მარტივი შეხვედრა არ ელის. თუმცა, რაც უფრო მნიშვნელოვანი მატჩი იქნება განსასჯელი, მით უფრო ღირებულია მისდამი ნდობა.

სტეფანიმ ჯერ კიდევ მაისში იცოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრას განსჯიდა, – “ეს სურპირიზი იყო, ორი-სამი წუთის განმავლობაში ვერ ხვდები რა ხდება, შემდეგ კი აცნობიერებ რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიხარ. ეს დიდებული დღეა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისა და ფრანგი მსაჯებისათვის”, – უთხრა სტეფანიმ CNN-ს.

პრაფარი 2019 წელს გახდა პირველი ქალი არბიტრი, რომელმაც ლიგა 1-ის მატჩი იმსაჯა, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზეც ჰქონდა დებიუტი.

“2019 წელს ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ხალხი უკვე ქუჩაშიც მცნობს. ქალი მსაჯებისთვის მისაბაძ მაგალითად ვიქეცი, ამავე დროს ვცდილობ რომ შთაგონების წყაროდ ვიქცე იმ ქალებისთვის, რომლებიც საპასუხისმგებლო საქმეს უძღვებიან”.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიფას ეს გადაწყვეტილება იმის ფონზე, რომ ჩემპიონატი კატარში ტარდება, ქვეყანაში სადაც მასობრივად ირღვევა ქალთა უფლებები.

კატარში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, აქ ყოველთვის თბილად მხვდებიან, აქაური ცხოვრების დეტალებს არ ვიცნობ, იმედი მაქვს მსოფლიო ჩემპიონატი თავის როლს ითამაშებს ქალების ცხოვრების გაუმჯობესებაში”.

მსაჯის შეცდომას გაცილებით მძიმე შედეგები მოჰყვება, ვიდრე ფეხბურთელის. ფეხბურთელს შეუძლია შეცდომის გამოსწორება, მსაჯს კი მაქსიმუმ შეუძლია იმაზე იზრუნოს რომ მეტი შეცდომა აღარ დაუშვას”.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩს უამრავი ადამიანი უყურებს, თუ გოგოები ვერ დაინახავენ, რომ ეს შესაძლებელია, მაშინ ვერც მიზნად დაისახავენ, ხოლო, როცა ნახავენ, რომ მე ეს შევძელი, მაშინ შეუძლიათ თქვან, – ეს შესაძლებელია, მე მინდა რომ მსაჯი გავხდე”.