სარჩევი
2022 დეკ 07, 20:33 შშ
1 წუთის საკითხავი

სან პაულოს კლინიკის ექიმების თქმით პელეს მდგომარეობა უმჯობესდება. 82 წლის პელე სამშაბათს გადაიყვანეს საავადმყოფოში, თავდაპირველად დამაიდებელი ცნობები არ ვრცელდებოდა, მაგრამ შაბათ დღეს პელემ გულშემატკივრებს მიმართა, – თავს უკეთ ვგრძნობ და მხნეობას არ ვკარგავო.

მანამდე ითქვა, რომ პელეს ორგანიზმი ქიმიოთერაპიაზე აღარ რეაგირებდა, ბრაზილიელს 2021 წელს ჩაუტარდა ოპერაცია, ნაწლავიდან სიმსივნე მოკვეთეს, მას შემდეგ რეგულარული მკურნალობის კურსს გადის.

პაციენტის მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება, ის რჩება პალატაში, თავს უკეთ გრძნობს და გართულებებს არ ველოდებით“, – დაამშვიდა ქომაგები პელეს ექიმმა.

ბრაზილიის ნაკრებმა მერვედფინალში გამარჯვება პელეს მიუძღვნა. მეოთხედფინალში კი ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.