ნიდერლანდები და სენეგალი მერვედფინალში ითამაშებენ

ЧС-2022. Нідерланди та Сенегал - у 1/8 фіналу | Setanta Sports

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ეტაპზე შევაბიჯეთ, მატჩები პარალელურად იმართება, დრამატულობა კულმინაციას აღწევს, ეს უკვე ის ეტაპია, სადაც ან აგრძელებ სანუკვარი მიზნისკენ სწრაფვას, ან სახლში მიდიხარ და იმაზე ფიქრობ კიდევ როდის მოგიწევს მუნდიალზე თამაში, საერთოდ, მოგიწევს კიდევ?

მოდი, მივყვეთ თანმიმდევრობით.

A ჯგუფი

საქართველოს დროით შვიდ საათზე დაიწყო A ჯგუფის მატჩები. ნიდერლანდებისგან ელოდნენ იოლ გამარჯვებას უკვე გავარდნილ კატართან, რათა პირველი ადგილი გაენაღდებინა. სენაგალი და ეკვადორი კი მეორე ადგილისათვის იბრძოდნენ. ბევრი თვლიდა, რომ ეკვადროი ფავორიტი იყო, გამომდინარე იქიდან თუ რა ვიხილეთ პირველ ორ წრეში. ეკვადორმა გახსნითი მატჩი მოუგო კატარს, შემტევ, ლამაზ სტილში. შემდეგ ტოლსწორად ეთამაშა ნიდერლანდებს, მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. სენეგალისგან კი მხოლოდ ის ვნახეთ, რომ კატარზე კარგი გუნდია, მას შემდეგ, რაც სენეგალის ნაკრებს სადიო მანე გამოაკლდა, საქმე ძალიან გართულდა, რადგან ლიდერის ჩანაცვლება ასე სწრაფად შეუძლებელია.

ამიტომ ითვლებოდა ეკვადროი ფავორიტად, თუმცა, ცუდი სამსახური გაუწია ამ ფავორიტობამ, ცუდი სამსახური გაუწია იმანაც რომ ქულაც ჰყოფნიდა გასასვლელად, ფრთხილი ტაქტიკა აირჩიეს, საკმარისზე მეტი დათმეს მოედნის ცენტრში და დაისაჯნენ კიდეც. ვინ იცის, თანაბარი ქულების შემთხვევაში იქნებ სულ სხვა გეგმა აერჩიათ?! ფაქტია, რომ მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც ვერ შეხვდნენ გადამწყვეტ მატჩს მზადყოფნაში.

პირველი ტაიმი სენეგალის სრული უპირატესობით წარიმართა, მომენტებს მხოლოდ ეს ნაკრები ქმნიდა და ტაიმის ბოლოს თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლებაც მიიღეს, რომელიც ისმაილა სარიმ ზუსტად შეასრულა.

მეორე ნახევარი ორი კუთხურის ტაიმი გამოდგა, ერთის შემდეგ ეკვადორმა გაათანაბრა ანგარიში, გოლი კაისედომ გაიტანა. მეორე კუთხურის შემდეგ კი სენეგალის კაპიტანმა თავისი ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა. უნდა ითქვას, რომ კულიბალისა და სარის დონის ფეხბურთელები ეკვადორს ნამდვილად არ ჰყავს, და ძალიან დასანანია, რომ ამ ნაკრებს სადიო მანე აკლია.

ნიდერლანდები – კატარი

ვან გაალის გუნდს ბევრი ქომაგი ნამდვილად არ ჰყავს, ეს იმ ნიდერლანდებს არ ჰგავს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივარმა შეიყვარა, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ კრიზისიდან ნელ-ნელა დაიძვრინეს თავი. ასეა თუ ისე, ნიდერლანდები ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია გაკპოს კარგი თამაში, ის გახდა პირველი ნიდერლანდელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიტანა. ეს უკვე ისტორიაა.

უნდა ითქვას ისიც, რომ ნიდერლანდებს დასკვნით ფაზაში ძალიან უჭირდა, ბოლო შეხვედრაში კი მემფის დეპაი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და გვაჩვენა, რომ უკვე მზად არის, ტრავმის შემდეგ ფორმის აღდგენა შეძლო.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პლეიოფში ოდნავ გაუმჯობესებულ ნიდერლანდებს ვიხილავთ. კატარს 2:0 მოუგეს. პირველი გოლი გაკპომ შეაგდო, გარდა მისი მიღწევისა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველა გოლი ძალიან ლამაზი გამოუვიდა. დეპაის აქტიურობის შემდეგ ფრენკი დე იონგმა ანგარიში ორამდე გაზარდა, კარის ხაზთან დასწრებაზე ითამაშა და ბურთი ბადეში გაახვია.

ნიდერლანდების ნაკრები მერვედფინალში შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდება, ხოლო, სენეგალის ნაკრები ინგლისს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე