ნაპოლი vs რომა კომენტარები და გამოხმაურება

ნაპოლიმ რომა მატჩის ბოლო წუთებზე დაამარცხა და უახლოეს მდევართან 13 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია ჩემპიონობისკენ.

მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიუ მარცხის მიუხედავად აქებდა თავის ფეხბურთელებს:

პირველივე წუთებიდან ძალიან კარგად ვითამაშეთ, თამაშსაც ვაკონტროლებდით და თავსაც კარგად ვიცავდით. არის თამაშები, როცა აგებ, მაგრამ უფრო თავდაჯერებული ხდები, ვიდრე მატჩამდე იყავი. ნაპოლის სტადიონზე რამდენჯერმე სიჩუმე ჩამოწვა, ჩვენ ისინი შევაშინეთ”.

ოსიმენს ვუთხარი, რომ შესანიშნავი გოლი გაიტანა, მაგრამ სიმულაციას უნდა შეეშვას, მას დროგბას დონეზე შეუძლია თამაში, მაგრამ დიდიე არ სიმულირებდა”, – თქვა მოურინიუმ.

მარცხის მიუხედავად, ჟოზემ გასახდელში გუნდს საერთო ფოტოს გადაღება სთხოვა, ის ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი დარჩა.

კომენტარი გააკეთა ლუჩიანო სპალეტიმაც:

ოსიმენის გოლი იდეალური იყო, ტექნიკური და მენტალური თვალსაზრისითაც, ამას გაბედვა უნდა, საჯარიმოში ორ მცველს შორის ბურთი აკენწლო და უძლიერესი დარტყმით გაიტანო”.

მწვრთნელის საქმეა რომ ფეხბურთელს შრომა არ დაუკარგოს. ჩვენ არ შეგვიძლია ყოველთვის ერთი და იმავე ფეხბურთელებს დავეყრდნოთ, როცა ვხედავთ, რომ ვარჯიშებზე სხვა ფეხბურთელებიც გამოირჩევიან, ისინი ბევრს მუშაობენ და გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვთ“.

მატჩმა გამოხმაურება ჰპოვა მსოფლიო პრესაშიც:

საუკეთესო გამარჯვების სერია 1990 წლის შემდეგ“, – დაწერა La Gazzetta Dello Sport-მა, რომელმაც ნაპოლის გამარჯვებას მორიგი ილუსტრაცია მიუძღვნა.
კვარაცხელია, ოსიმენი და სპალეტი

ოსი-გოლი, ჩოლიტო და ნაპოლი წინ გაიჭრნენ“, – წერს ესპანური AS-ი.

მართალია, ნაპოლის არ ჰყავს დიბალა, მაგრამ ჰყავს ოსიმენი და კვარაცხელია”, – ასე უპასუხა Il Napolista-მ ჟოზე მოურინიუს.
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე