ნაპოლი vs მონცა – ქართველების დღე სერია A-ში

ნაპოლი vs მონცა - ქართველების დღე სერია A-ში | Setanta Sports

ნაპოლი vs მონცა – მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვას მაყურებელი setantasports.com-სა და Setanta Sports 1-ზე 21:30-დან შეძლებს.

დღესვე თავიანთ შეხვედრებს საბა საზონოვის ტორინო და გიორგი კვერნაძის ფროზინონეც ჩაატარებენ.

ნაპოლი vs მონცა

2023 წლის ბოლო მატჩში ნაპოლი მონცას დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია კალენდარულ წელს შინ, დიეგო მარადონაზე დაასრულებს.

ნაპოლი მე-7 ადგილზეა და 3 ქულის აღების შემთხვევაში მე-5 ადგილამდე აღზევება შეუძლია.

მონცა მე-11 პოზიციაზეა. ლომბარდიელები იტალიის სიდიდით მესამე ქალაქს ზედიზედ ორი წაგებითა და ამდენივე მატჩში გოლგაუტანელი სერიით ესტუმრებიან.

ხვიჩა კვარაცხელიამ წინა სეზონში მონცას დუბლი შეუსრულა. მარადონაზე ნაპოლიმ 4-0 მოიგო, ხოლო სტუმრად 0-2 დამარცხდა. იმ მატჩში კვარა მეორე ტაიმში ძერბინის ნაცვლად შევიდა.

მიმდინარე სეზონში, სერია A-ში საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელს 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.

ფიორენტინა vs ტორინო

სერია A-ში შესაძლოა, ქართული დღე გამოვიდეს. თავიანთ მატჩებს საბა საზონოვის ტორინო და გიორგი კვერნაძის ფროზინონეც ჩაატარებენ.

ტორინო ფიორენტინას ფლორენციაში ესტუმრება. ლა ვიოლას მესამე ადგილზე გადასვლის შანსი ექნება. ტორინო კი მე-7 ადგილოსან ნაპოლის 3 ქულით ჩამორჩება.

ტურინელებს 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. უშუალოდ საბა საზონოვს კი 21 ოქტომბრის შემდეგ, ინტერთან მატჩის მერე არ უთამაშია. მას მერე ჩემპიონტსა და თასზე 10 მატჩიდან 9 თადარიგში გაატარა.

ლაციო vs ფროზინონე

განსხვავებული ვითარება აქვს, სათამაშო დროის მხრივ, გიორგი კვერნაძეს. ქართველი ფეხბურთელი ფროზინონეს მაისურით მათ შორის, ბოლო ტურში იუვნეტუსთან გამოჩნდა.

წყვილში უპირობო ფავორიტი ლაციოა. ყველაფერთან ერთად ფროზინონე გასვლაზე ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი გუნდია. 8 გასვლით მატჩში ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს 2 ფრე და 6 მარცხი აქვს.

ჯენოა vs ინტერი

დღესვე ითამაშებს გათამაშების ლიდერი. ინტერი გენუაში ჯენოას ეწვევა. სიმონე ინძაგის გუნდი სერია A-ს ცხრილს 44 ქულით ლიდერობს. ნერაძური იუვენტუსს 4 ქულას უგებს, მილანს კი – 11-ს.

ამავე ტურში იუვენტუსი რომასთან ითამაშებს, შესაბამისად, ინტერს ბებერ ქალბატონთან უპირატეოსბის გაზრდის საშუალება ექნება.

სად ვუყურო ნაპოლი vs მონცა – ლაივს

სერია A-ს სათამაშო დღის უკლებლივ ყველა შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა setantasports.com-ზე იქნება შესაძლებელი.

ნაპოლიvsმონცა21:30
ფიორენტინაvsტორინო21:30
ჯენოაvsინტერი23:45
ლაციოvsფროზინონე23:45
ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე