ნაპოლი იტალიის ჩემპიონია

ნაპოლი იტალიის ჩემპიონია, სკუდეტო 33 წლის შემდეგ კვარაცხელიას სადებიუტო სეზონში | Setanta Sports

33 წლის შემდეგ პირველად ნაპოლი იტალიის ჩემპიონია. ნეაპოლურმა გუნდმა სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიგო. კვარაცხელია ნაპოლისთან ერთად სადებიუტო სეზონში გაჩემპიონდა.

ნაპოლი იტალიის ჩემპიონი მესამედ გახდა

ნაპოლიმ ჩემპიონობა უდინეში გაინაღდა. სალერნიტანასთან, წინა ტურში, შინ ჩაშლილი საჩემპიონო ზეიმის შემდეგ სკუდეტო გუნდმა უდინეზესთან გაინაღდა.

33-ე ტურში უდინეზე ნაპოლი 1:1 დასრულდა. ქულა კი ლუჩანო სპალეტის გუნდს ჩემიონობის გასაფორმებლად ეყო.

ანგარიში პირველ ტაიმში ლოვრიჩმა გახსნა, მეორე ტაიმში კი ოსიმენმა გაათანაბრა.

ლაციოსთან უპირატეოსობამ 16 ქულა შეადგინა. შესაბამისად, დარჩენილ 5 ტურში პართენოპეი მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში იყო. ქართველმა ბევრი იაქტიურა და საგოლე ეპიზოდშიც შორეული დარტყმაც სწორედ მან შეასრულა. სილვესტრის მოგერიებულს კი ოსიმენმა დაამატა. დარტყმა კი სკუდეტოს მომტანი აღმოჩნდა.

რომელ წლებში გახდა ნაპოლი იტალიის ჩემპიონი

1990 წლის შემდეგ ნაპოლი იტალიის ჩემპიონი პირველად გახდა. ისტორიაში პართენოპეიმ სკუდეტო მესამედ მოიგო.

ნაპოლიმ სკუდეტო 1986-87, 1989-90 და 2022-23 წლების სეზონებში მოიპოვა.

პირველ ორ ჯერზე ნაპოლი იტალიის ჩემპიონი დიეგო მარადონას ლიდერობით გახდა. მიმდინარე სეზონში კი ნაპოლი კვარაცხელია-ოსიმენის დუეტმა KO-მ ულიდერა.

ნაპოლის ჩემპიონობა და რეკორდები

  • ნაპოლიმ სკუდეტო 33-ე ტურში მოიგო. ეს კი სარეკორდოდ ადრე გაფორმებული ჩემპიონობაა.
  • ლუჩანო სპალეტი ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია, ვინც იტალიის ჩემპიონი გახდა. ნაპოლისთან ერთად სპალეტი 64 წლისა და 58 დღის ასაკში გაჩემპიონდა.
  • ნაპოლის საჩემპიონო მოლოდინი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში მეორეა ხანგრძლივობით. ნაპოლის 33 წელზე მეტხანს, ჩემპიონობიდან ჩემპიონობამდე მხოლოდ რომა (41) იცდიდა.
  • ვიქტორ ოსიმენი ჟორჟ ვეას გაუთანაბრდა. სერია A-ში აფრიკელ ბომბარდირებს შორის პირველ ადგილს 46-46 გოლით სწორედ ნიგერიელი და ლიბერიელი ფეხბურთელები იყოფენ.

ხვიჩა კვარაცხელიას ცრემლები ჩემპიონობის შემდეგ

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე