სარჩევი
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი Setanta Sports-ზე | Setanta Sports
2023 დეკ 12, 13:18 შშ
2 წუთის საკითხავი

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი – მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ნახვას მაყურებელი setantasports.com-სა და Setanta Sports-ის არხებზე შეძლებს.

7 გუნდი 6 კონფედერაციიდან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის იბრძოლებს. ტურნირს 12-22 დეკემბერს საუდის არაბეთი მასპინძლობს.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი – მონაწილეები

2023 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ბოლოა, რომელიც 7-გუნდიანი ფორმატით ჩატარდება. 2025 წლიდან ტურნირზე ტიტულისთვის 32 გუნდი იბრძოლებს.

მოქმედი ჩემპიონი მადრიდის რეალია, რომელიც ტიტულის დაცვას ვერ შეძლებს. მიზეზი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მანჩესტერი სიტია. პეპ გვარდიოლას გუნდმა სამეფო კლუბი წინა სეზონში, ნახევარფინალში დაამარცხა.

მანჩესტერ სიტიUEFA
ფლუმინენსეCONMEBOL
ურავა რედ დაიმონდსიAFC
ალ აჰლიCAF
ლეონიCONCACAF
ოკლენდ სიტიOFC
ალ ითთიჰადიAFC

კალენდარი

მატჩები ქალაქ ჯიდდაში, ორ სტადიონზე გაიმართება. ყველა შეხვედრას Prince Abdullah Al-Faisal Sports City და King Abdullah Sports City სტადიონები უმასპინძლებს.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 4 სტადია იქნება. პირველი და მეორე რაუნდის შემდეგ ნახევარფინალები, ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის იქნება.

ალ ითთიჰადიvsოკლენდ სიტიპირველი რაუნდი12/12/2023
ლეონიvsურავა რედ დაიმონდსიმეორე რაუნდი A15/12/2023
ალ აჰლიvsპირველი რაუნდის გამარჯვებულიმეორე რაუნდი B15/12/2023
ფლუმინენსეvsმეორე რაუნდი B-ის გამარჯვებულინახევარფინალი18/12/2023
მანჩესტერ სიტიvsმეორე რაუნდი A-ის გამარჯვებულინახევარფინალი19/12/2023
TBDvsTBDმატჩი მე-3 ადგილისთვის22/12/2023
TBDvsTBDფინალი22/12/2023

სად ვუყურო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2023-ის ყველა მატჩი Setanta Sports-ზე იქნება. ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა setantasports.com-სა და ჩვენს არხებზე იქნება შესაძლებელი.