მილიარდი ევრო მბაპესთვის

მადრიდის რეალი კილიან მბაპეს არ ეშვება. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, რომ მომავალი დეკადა კილიან მბაპეს ეკუთვნის.

ერთი წლის წინ იწერებოდა, რომ ფლორენტინო პერესი მბაპეზე განაწყენდა, კილიანმა რეალში გადასვლას სენ ჟერმენთან კონტრაქტის გახანგრძლივება ამჯობინა.

მბაპეს შესახებ არაფერს აღარ ვკითხულობ, არ მაინტერესებს. რეალის თავდამსხმელები სწრაფად პროგრესირებენ და ეს ძალიან მახარებს”, – ამბობდა პერესი მას შემდეგ, რაც მბაპეს ტრანსფერი ჩავარდა.

ფრანგს კონტრაქტის ვადა 2024 წელს ეწურება. მადრიდის რეალი მილიარდ ევროს ამზადებს, – 150 მილიონი მის გამოსასყიდად, (იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულში ისევ ერთი წელი ექნება დარჩენილი თავისუფალი აგენტის სტატუსამდე), და 650 მილიონი ევრო 4 წლის განმავლობაში, ხელფასისა და ბონუსების სახით. ამას დამატებული რეგისტრაციის თანხა და სპორტული აგენტის საკომისიო, – საერთო ხარჯი მილიარდ ევრომდე ადის.

პერესი ყველაფერს აკეთებს მბაპეს ხელში ჩასაგდებად. უნდა აღინიშნოს, რომ პარი სენ ჟერმენს, ალ ხელაიფის მმართველობის პირობებში, ჯერ არასდროს გაუყიდია ფეხბურთელი, რომლის გაყიდვაც არ სურდა.

ამჟამადაც ძალიან რთული იქნება მბაპეს გადაბირება. პარიზელებს მაქსიმალური რისკის გაწევა შეუძლიათ, ეს ერთხელ უკვე ვნახეთ. მბაპეს კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურებოდა და მაინც არ გაყიდეს, შეეძლოთ 250-დან 300 მილიონ ევრომდე თანხა მიეღოთ, მაგრამ გარისკეს იქამდე სანამ მბაპე თავისუფალი აგენტი გახდებოდა, მერე კი მოახერხეს და კლუბში დაიტოვეს.

ახლაც ასეთი ამბავი გველის წინ, ფლორენტინო პერესს მიაჩნია, რომ ზაფხულში პსჟ იძულებული იქნება მბაპე გაყიდოს, მაგრამ პსჟ ისევ რისკის გაწევას და მბაპეს კიდევ ერთი წლით დატოვებას არჩევს.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე