სარჩევი
მილანი vs ტოტენჰემი | Setanta Sports
2023 თებ 14, 11:29 შ-მდე
2 წუთის საკითხავი

ჩემპიონთა ლიგა 103-დღიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. პრესტიჟული ტურნირი მილანსა და პარიზში განახლდება.

მილანი vs ტოტენჰემი – ფაქტები

  • მილანი ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფს 9-სეზონიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება.
  • ტოტენჰემი 2019/20 წლების სეზონის შემდე ფლეი ოფში პირველად თამაშობს.
  • მილანმა ჯგუფური ეტაპი E ქვეჯგუფის მე-2 ადგილზე დაასრულა.
  • ტოტენჰემი D ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.
  • მილანი 1/8 ფინალში მე-11-ედ თამაშობს.
  • ტოტენჰემი 1/8 ფინალში მხოლოდ მე-5-ედ გავიდა.
პიოლი vs კონტე | Setanta Sports
პიოლი vs კონტე

მილანი vs ტოტენჰემი – ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს ისტორიაში მეხუთედ ხვდებიან და 2010/11-ის შემდეგ პირველად ხვდებიან.

იტალიური და ინგლისური გუნდების დუელი მაშინაც 1/8 ფინალში შედგა. სან სიროზე ჰარი რედნაპის ტოტენჰემისთვის გოლი პიტერ კრაუჩმა გაიტანა. მასიმილიანო ალეგრის მილანი, წყვილში სწორედ იმ გოლის გამო 0:1 დამარცხდა.

ლეაუ vs კეინი | Setanta Sports
ლეაუ vs კეინი

იმ ფორმაციის გუნდებიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთადერთია, ვინც დღესაც განაცხადში იქნება. მაშინ ზლატანმა 180 წუთი ითამაშა.

გუნდები ერთმანეთს პირველად 1971/92 წლების სეზონში, უეფას თასის ნახევარფინალში შეხვდნენ. სპურზმა ჯერ ჯანი რივერას მილანს აჯობა, ფინალში კი ვულვზი ორი მატჩის ჯამში დაამარცხა.

ტატარუშანუ vs ფორსტერი | Setanta Sports
ტატარუშანუ vs ფორსტერი

სად და როგორ ვუყურო მილანი vs ტოტენჰემს

მილანი vs ტოტენჰემი Setanta Sports 1-სა და setantasports.com-ზე იქნება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა 23:55 წუთიდან იქნება შესაძლებელი.

30%-იანი ფასდაკლება და პრომოკოდი

setantasports.com-ზე წლიური გამოწერის მსურველებს 30 %-იანი ფასდაკლების მიღება შეუძლიათ. მათ ამისთვის პრომოკოდის 30OFF გამოყენება დასჭირდებათ.