მესი პსჟ-ს შეუთანხმდა

ლიონელ მესი პარი სენ ჟერმენს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა, – ინფრომაციას BBC-ი სპორტი ავრცელებს.

არგენტინელს ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. ესე იგი, სეზონის ბოლოს თავისუფალი იქნება. პარიზში განგაშის ზარებს შემოჰკრეს და ახალი კონტრაქტიც დაიდო.

საუბარია ერთწლიან კონტრაქტზე, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით, – 1+1. როგორც BBC-ის ჟურნალისტი იუწყება, მესის მამამ და ლუის კამპოსმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.

პარიზელებმა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ დაიწყეს, რადგან ბარსელონაში არ წყდება საუბარი მესის დაბრუნების შესახებ. ლაპორტა ღიად აცხადებს, რომ მესის დაბრუნება სურს, მაგრამ BBC-ი ამტკიცებს, რომ კატალონიურ კლუბს არგენტინელისთვის წინადადებით არ მიუმართავს.

ბარსელონასა და პარი სენ ჟერმენს დიდი ხანია ცუდი ურთიერთობა აქვთ. ყველაფერი მარკო ვერატის ჩავარდნილი ტრანსფერით დაიწყო, შემდეგ იყო 6:1 კამპ ნოუზე, ნეიმარის ტრანსფერი, მუდმივი ურთიერთბრალდებები, – ფინანსური Fair Play-ს დარღვევაზე და სუპერლიგაზე. წერტილი ლიონელ მესის ტრანსფერით დაისვა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალ ხელაიფი გააკეთებს ყველაფერს რათა ლიონელ მესი შეინარჩუნოს. თუმცა, თუ ამის გაკეთება ვერ შეძლო, მაშინ გააკეთებს ყველაფერს, რომ მესი ბარსელონაში არ დაბრუნდეს.

პარიზულმა კლუბმა სეზონი იდეალურად დაიწყო. ორი ვარაუდი სეზონის დასაწყისშივე გამოითქვა:

  1. შემტევი ტრიოდან (მესი, მბაპე, ნეიმარი) რომელიმე აუცილებლად მოიგებდა მსოფლიო ჩემპიონატს.
  2. სეზონის მეორე ნახევარში კლუბის შიდა სამზარეულო აირევა.

ერთი ვარაუდი გამართლდა, სამეულიდან ორმა ფინალში ითამაშა.

მეორე პროგნოზის შანსებს ის ამბავი ზრდის, რომ გამარჯვების შემდეგ, არგენტინელები ფრანგების მიმართ დამამცირებლად იქცეოდნენ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე