სარჩევი
2023 იან 14, 18:36 შშ
1 წუთის საკითხავი

ბენჟამინ მენდი უდანაშაულოდ სცნეს ექვსმაგ გაუპატიურებასა და სექსუალური სახის შევიწროებაში, ოთხი ქალის მიმართ.

საბოლოო განაჩენი, ჯერ კიდევ ვერ გამოიტანეს ერთი გაუპატიურებისა და გაუპატიურების მცდელობის თაობაზე. ამ საკითხხებს სასამართლო განხილვა სამომავლოდ ჩაინიშნა.

დანაშაულის ადგილად 28 წლის ფეხბურთელის სახლი სახელდებოდა. მასთან ერთად ბრალდებული იყო მისი მეგობარიც, – ლუის საა მატური, რომელიც ასევე უდანაშაულოდ სცნეს ორი თინეიჯერის სამმაგ გაუპატიურებაში.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ მენდიმ სახეზე ხელები აიფარა. რამდენიმე თვით ადრე, პროკურორმა სასამართლოზე განაცხადა, რომ მენდი მოძალადე იყო, რომელმაც ქალებთან ურთიერთობა თამაშად აქცია.

თავის მხრივ, დაცვის მხარემ იმსჯელა უამრავ შეუსაბამობაზე, მტკიცებულებების არარსებობაზე, და ითქვა, რომ პოპულარული და ცნობილი ადამიანისათვის ჩივილი ძალიან მარტივი გახდა.

ბატონმა მენდიმ ჯოჯოხეთი გამოიარა”, – მოვისმინეთ ასეთი სიტყვაც. მას არ ჰქონია მხარდაჭერა კლუბისგან, რადგან რთული იყო სიმართლის გარკვევა, მენდის დაენგრა საფეხბურთო კარიერა და დიდი ზიანი მიადგა მის პირად ცხოვრებას.