მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა მე-15-ედ მოიგო. სამეფო კლუბი მოგებული თასებით ისედაც რეკორდსმენი იყო, ახლა კი მდევრებთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ამ სტატიაში რეალის რეკოდები განვიხილოთ.
დორტმუნდი 0-2 რეალი მიმოხილვა
ლონდონში, უემბლიზე გამართული ფინალი რეალმა 2-0 მოიგო. გოლები 74-ე და 83-ე წუთებზე დანი კარვახალმა, ტონი კროოსის პასით, და ვინისიუსმა, ჯუდ ბელინგემის პასით გაიტანა.
საინტერესოა, რომ ფინალში გატანილი გოლით ვინისიუსმა ბელინგემს სეზონური გოლებით გაასწრო. ვინისიუსი 24, ბელინგემი – 23, ხოსელუ 18.
ახლა კი უკვე ზეიმის დროა, სამეფო კლუბის ავტობუსი ჩემპიონთა ლიგის თასით, მადრიდის მერიას, სიბელესის მოედანსა და ბერნაბეუს სტადიონს მოივლის.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები
მადრიდის რეალი ![]() | 15 |
მილანი ![]() | 7 |
ლივერპული ![]() | 6 |
ბაიერნი ![]() | 6 |
ბარსელონა ![]() | 5 |
აიაქსი ![]() | 4 |
მანჩესტერ იუნაიტედი ![]() | 3 |
ინტერი ![]() | 3 |
ჩელსი ![]() | 2 |
ნოტინგემ ფორესტი ![]() | 2 |
ბენფიკა ![]() | 2 |
იუვენტუსი ![]() | 2 |
პორტუ ![]() | 2 |
მანჩესტერ სიტი ![]() | 1 |
დორტმუნდი ![]() | 1 |
ფეიენოორდი ![]() | 1 |
მარსელი ![]() | 1 |
ასტონ ვილა ![]() | 1 |
ჰამბურგი ![]() | 1 |
ცრვენა ზვეზდა ![]() | 1 |
სტიაუა ![]() | 1 |
პსვ ![]() | 1 |
სელტიკი ![]() | 1 |
რეალის რეკორდები
რეალმა ლონდონში პირველი ფინალი მოიგო. Madrid Xtra-მ კი რეალის ყველა მოგებული ლიგის ქალაქი და იმ სეზონის ფონტი გააერთიანა.


კარლო ანჩელოტი – 5
კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი, ვინც ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო. იტალიელმა ევროპული საკლუბო ტრიუმფი ორჯერ მილანთან, ხოლო სამჯერ რეალთან ერთად იზეიმა.
ანჩელოტის მდევართა სიას ასე გამოიყურება: ბობ პეისლი – 3. პეპ გვარდიოლა – 3. ზინედინ ზიდანი – 3. 2-2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა 14 მწვრთნელს აქვს მოგებული.
კარვახალი & მოდრიჩი – 6
ლუკა მოდრიჩმა, და დანი კარვახალმა ჩემპიონთა ლიგა მე-6-ედ მოიგეს. ამ მაჩვენებლით ისინი ასევე რეალის ლეგენდარულ ფეხბურთელს, ფრანსისკო ხენტოს გაუთანაბრდნენ. პაკო ხენტო ამ სიას აქამდე ერთპიროვნულად ლიდერობდნენ.
ტონი კროოსმა ლიგა მე-5-ედ მოიგო და ამით ქარიმ ბენზემასა და კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა.
























