სარჩევი
მადრიდის რეალის რეკორდები და მე-15 ჩემპიონთა ლიგა | Setanta Sports
2024 ივნ 02, 21:02 შშ
2 წუთის საკითხავი

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა მე-15-ედ მოიგო. სამეფო კლუბი მოგებული თასებით ისედაც რეკორდსმენი იყო, ახლა კი მდევრებთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ამ სტატიაში რეალის რეკოდები განვიხილოთ.

დორტმუნდი 0-2 რეალი მიმოხილვა

ლონდონში, უემბლიზე გამართული ფინალი რეალმა 2-0 მოიგო. გოლები 74-ე და 83-ე წუთებზე დანი კარვახალმა, ტონი კროოსის პასით, და ვინისიუსმა, ჯუდ ბელინგემის პასით გაიტანა.

საინტერესოა, რომ ფინალში გატანილი გოლით ვინისიუსმა ბელინგემს სეზონური გოლებით გაასწრო. ვინისიუსი 24, ბელინგემი – 23, ხოსელუ 18.

ახლა კი უკვე ზეიმის დროა, სამეფო კლუბის ავტობუსი ჩემპიონთა ლიგის თასით, მადრიდის მერიას, სიბელესის მოედანსა და ბერნაბეუს სტადიონს მოივლის.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები

მადრიდის რეალი Real Madrid15
მილანი Milan7
ლივერპული Liverpool6
ბაიერნი Bayern6
ბარსელონა Barcelona5
აიაქსი Ajax4
მანჩესტერ იუნაიტედი Man United3
ინტერი Inter3
ჩელსი Chelsea2
ნოტინგემ ფორესტი Nottm Forest2
ბენფიკა Benfica2
იუვენტუსი Juventus2
პორტუ FC Porto2
მანჩესტერ სიტი Man City1
დორტმუნდი Dortmund1
ფეიენოორდი Feyenoord1
მარსელი Marseille1
ასტონ ვილა Aston Villa1
ჰამბურგი Hamburg1
ცრვენა ზვეზდა Crvena zvezda1
სტიაუა FCSB1
პსვ PSV1
სელტიკი Celtic1

რეალის რეკორდები

რეალმა ლონდონში პირველი ფინალი მოიგო. Madrid Xtra-მ კი რეალის ყველა მოგებული ლიგის ქალაქი და იმ სეზონის ფონტი გააერთიანა.

კარლო ანჩელოტი – 5

კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი, ვინც ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო. იტალიელმა ევროპული საკლუბო ტრიუმფი ორჯერ მილანთან, ხოლო სამჯერ რეალთან ერთად იზეიმა.

ანჩელოტის მდევართა სიას ასე გამოიყურება: ბობ პეისლი – 3. პეპ გვარდიოლა – 3. ზინედინ ზიდანი – 3. 2-2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა 14 მწვრთნელს აქვს მოგებული.

კარვახალი & მოდრიჩი – 6

ლუკა მოდრიჩმა, და დანი კარვახალმა ჩემპიონთა ლიგა მე-6-ედ მოიგეს. ამ მაჩვენებლით ისინი ასევე რეალის ლეგენდარულ ფეხბურთელს, ფრანსისკო ხენტოს გაუთანაბრდნენ. პაკო ხენტო ამ სიას აქამდე ერთპიროვნულად ლიდერობდნენ.

ტონი კროოსმა ლიგა მე-5-ედ მოიგო და ამით ქარიმ ბენზემასა და კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა.