სარჩევი
ჟაკი მატიასენი და დე კუიპერი საქართველოსთან მატჩის შემდეგ | Setanta Sports

მატჩის შემდეგ ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეკი მატიესენმა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ისაუბრეს. მწვრთნელი უკმაყოფილო ჩანდა იმით, რომ მისმა გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგა, პასუხებიც ცოტა არ იყოს უხასიათო გამოუვიდა.

მატიასენი: საქართველოს სახით ნამდვილად კარგი გუნდი შეგვხვდა, 10 წუთი განსაკუთრებით კარგად ითამაშეს. რამდენიმე მომენტი შექმნეს და ორი გოლი გაიტანეს. ბელგიის ნაკრებს კი ხუთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ეს ვერ შევძელით.

არა, ნაადრევად არ ჩაგვითლია რომ მოვიგეთ. რაც შეეხება პორტუგალიასთან მომავალ თამაშს, ამაზე მატჩის წინ ვისაუბრებ.

ვულოცავ საქართველოს და ფეხბურთის ფედერაციას, სტადიონზე მადენი ადამიანის მოსვლა და რეკორდის მოხსნა თქვენთვის ძალიან კარგი ამბავია. ყოველთვის სასიამოვნოა სავსე სტადიოზე თამაში. თუმცა, ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია, ჩემი ფეხბურთელებისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩემთვისაც.

კუიპერი: კარგია სავსე სტადიონზე თამაში, მაგრამ როგორც მწვრთნელმა აღნიშნა ამას დამატებითი წნეხი არ შეუქმნია. ანგარიში მიგვყავდა, სამწუხაროდ ვერ მოვიგეთ. ჩვენი ფეხბურთელები მიჩვეულნი არიან ასეთ გარემოში თამაშს.