საქართველოსა და მონღოლეტის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

საქართველოსა და მონღოლეტის მატჩის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელებმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში 6:1 დაამარცხა მონღოლეთი და სამ დღეში საკვალიფიკაციო ეტაპს ნორვეგიასთან მატჩით გახსნის.

“რთულია ვისაუბრო რა იყო ცუდი და კარგი. ბევრი ფეხბურთელი ვათამაშე, რომელთაც დიდი დრო არ ეძლევათ, რამდენიმე მათგანმა პირველად ითამაშა ერთმანეთის გვერდით. როცა ბევრ ცვლილებას აკეთებ ხარიხსი ყოველთვის იკარგება. მგონია, რომ პირველ ტაიმში ნელ ტემპში ვითამაშეთ, ბურთს დიდხანს ვათრევდით. კარგია, რომ ბევრი გოლი გავიტანეთ და მომენტები შევქმენით. სეზონის პირველი მატჩისთვის კარგი შედეგია“.

ჩაკვეტაძეს პირველ ტაიმის შემდეგ ვუთხარი უფრო ახლოს ეთამაშა კართან. თუ ახლოს ხარ მეტოქის კართან, მეტი შანსი გაქვს გასატანად. მისი მსგავსი ტექნიკური ფეხბურთელები უფრო ცენტრში უნდა მოქმედებდნენ. პირველ ტაიმში იყო შემთხვევები, როცა ჩვენი ფეხბურთელები ერთ ზონაში იყრიდნენ თავს და ერთმანეთს ხელს უშლიდნენ. მეორე ტაიმში ეს გამოსწორდა“.

ლორიამ ზურგის ტრავმა მიიღო მონღოლ ფეხბურთელთან შეჯახების შედეგად. გუგეშაშვილმა კარგად შეცვალა, მეკარის ცვლილება დაგეგმილი არ გვქონია, თუმცა, ასე მოხდა და გუგეშაშვილის თამაშით კმაყოფილი დავრჩით“, – თქვა სანიოლმა.

არც მონღოლთა თავკაცი იყო მაინცდამაინც ცუდ ხასიათზე. პირველი ტაიმის შედეგით განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა.

ბოდიში, ინგლისურად კარგად ვერ ვსაუბრობ. ბოდიში, არ ვიცი ერთმანეთს როგორ შევხვდით, არ ვიცი ეს გადაწყვეტილება ვინ მიიღო. უკვე ერთი წელია მონღოლეთის მწვრთნელი ვარ, საკვალიფიკაციო ეტაპზე იაპონიასთან 14:0 წავაგეთ. ჩვენი ფედერაცია ცდილობს, რომ ძლიერ მეტოქეებთან ვითამაშოთ, რათა ნაკრებმა განვითარება შეძლოს. საქართველოს ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენ არ გვყავს პროფესიონალები და არც სათანადო გამოცდილება გვაქვს. ეს თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.

ბედნიერი ვარ პირველი ტაიმის გამო. გოლის გატანაც მოვახერხეთ. ექვსი თვის მანძილზე ვერ მოვემზადეთ კლიმატური პირობების გამო. კარგი თაობა გვყავს, 19 წლის, 20 წლის ფეხბურთელები. მეორე ტაიმში კონცენტრაცია და სისწრაფე დავკარგეთ, ამის გამო იმედგაცრუებული ვარ. ფეხბურთელებს ვუთხარი რომ მესამე გოლის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ, რომ მეორე და მესამე გოლს შორის ძალიან მცირე დრო იყო გასული“.

მონღოლეთიდან დელეგაცია არ გამოგვყოლია. მონღოლები საქართველოშიც ცხოვრობენ და ისინი გვიჭერდნენ მხარს. პირველი ტაიმის მერე დაგვირეკეს და ნაჩვენები შედეგი მოგვილოცეს. თამაში რომ ყაიმით დასრულებულიყო, ალბათ ოქროს მედალს მომცემდნენ“, – თქვა ოცუკამ.

ავტორის შესახებ
საბა საპანაძე
საბა საპანაძე
მე სპორტული ჟურნალისტი ვარ. ამ სფეროში მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება მაქვს. Setanta Sports-თან რამდენიმე წელია ვთანამშრომლობ, ერთად ბევრი საინტერესო პროექტი შევქმენით. ბოლო პერიოდში ჩემი გამორჩეული მიღწევა ჩვენი ქვეყნის 2 გამორჩეულ ფეხბურთელზე გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე გადაღებული დოკუმენტური ეპიზოდია. ჩემი ძირითადი აქცენტი ქართული ფეხბურთი და ქართულ ფეხბურთში არსებული მოვლენებია

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე