სარჩევი
2023 მარ 29, 09:54 შ-მდე
0 წუთის საკითხავი

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებს შორის შეხვედრა 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

საქართველოს ნაკრებთან ფრე სურპრიზი არ ყოფილა.

არ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმშუ სადავეები გავუშვით, მათ მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ და კარგი კონტრშეტევები ჰქონდათ, ჩვენ 6-7 საგოლე მომენტი შევქმენით, გასვლითი შეხვედრისთვის ეს კარგი მოცემულობაა.

ჩვენ ყველა ქართველ ფეხბურთელს კარგად ვიცნობდით, მიქაუტაძის ფაქტორი მოულოდნელი არ ყოფილა. გამოვარჩევდი მამარდაშვილის თამაშს.

ამის შემდეგ სტალე სოლბაკენმა ნორვეგიელი ჟურნალისტების კითხვებს ნორვეგიულად უპასუხა. ყურადღებით ვუსმინეთ, თუმცა, ვერაფერი გავიგეთ.