მადრიდის რეალი vs მანჩესტერ სიტი – Preview

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალები მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირებით გაიხსნება. შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ერთი წლის წინ..

წინა წელს ეს გუნდები ამავე ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და ორი დიდებული მატჩიც ვიხილეთ. გვარდიოლას აუცილებლად ექნება აქცენტი მომენტების რეალიზებაზე, რადგან, წინა წელს, სწორედ ამისთვის დაისაჯა.

თავისუფლად შეიძლებოდა სიტის სახლში დიდი ანგარიშით მოეგო, თუმცა, მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა, ეს სხვაობა კი რეალისთვის არაფერია, მით უმეტეს, ბერნაბეუზე.

ახლა ბევრი რამ შეიცვალა, რეალი პირველ შეხვედრას სახლში ჩაატარებს. სიტის კი უკვე ერლინგ ჰოლანდი ჰყავს გუნდში, რომელიც თამაშს არ ტოვებს გოლის გარეშე და მისი გამჩერებელი მცველი უბრალოდ არ მოიძებნება, მხოლოდ კოლექტიურად არის მისი შეჩერება შესაძლებელი.

ურთიერთშეხვედრები

გუნდები რვაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე, სამი მატჩი სიტიმ მოიგო, სამი რეალმა, ორი კი ფრედ დასრულდა.

ბურთების სხვაობა 13/12 – ზე, მადრიდის რეალის სასარგებლოდ.

ამ დაპირისპირების საუკეთესო ბომბარდირი ქარიმ ბენზემაა, 6 გატანილი გოლით.

ანჩელოტი vs გვარდიოლა

კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, მის ანგარიშზე 4 ტიტულია. ორი მილანის, ორიც მადრიდის რეალის შემადგენლობაში.

პეპ გვარდიოლას ანგარიშზე 2 ტიტულია, ორივე ბარსელონას შემადგენლობაში. მას მერე, პეპმა მიზნად დაისახა, რომ მესის გარეშე შეძლოს ლიგის მოგება, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.

ურთიერთშეხვედრების სხვაობა 5/3 ზეა, გვარდიოლას სასარგებლოდ, თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი რამ არის გასათვალისწინებელი, ჩემპიონთა ლიგაზე ანჩელოტი ფლობს უპირატესობას – 3/1 ზე.

პრემიერ ლიგაში გვარდიოლა ანჩელოტის ევერტონს ამარცხებდა ხოლმე, რაც სიტისთვის დიდი სირთულე არ ყოფილა.

ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, თანამედროვეობის ორი უდიდესი სპეციალისტი წარსდგება ერთმანეთის პირისპირ, და არც ის არის დასამალი, რომ ამ წყვილში გამარჯვებული, ტიტულის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება.

სიტის ტრიპლეტი vs რეალის ტრიპლეტი

ისე მოხდა, რომ რეალს სამი ტიტულის მოგების შანსი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაც ხელიდან გაუშვეს და სუპერ თასიც ბარსელონასთან წააგეს. მათ ანგარიშზე ახლა კოპე დელ რეის ტიტული და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ტიტულია, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში კი სამი ტიტულით დახურავენ სეზონს.

რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, ქალაქელები პრემიერ ლიგას ლიდერობენ და ძალიან კარგ ფორმაში არიან, ძნელად სავარაუდოა, რომ ჩემპიონობა ხელიდან გაუშვან, თუმცა, არსენალი მოდუნების საშუალებას ბოლომდე არ მისცემთ. წინ FA Cup-ის ფინალია თანაქალაქელ მანჩესტერთან და, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაც სულ ცოტა დარჩა, ცოტა, მაგრამ ყველაზე რთული ნაწილი.

მარინე ფერაძის ეფექტი

ორივე ფრანგი, ორივე მარცხენა მცველი, ორივე მენდი – ერთს მანჩესტერ სიტი მოისაკლისებს, მეორეს მადრიდის რეალი. მიზეზები განსხვავებულია, ფერლანდს ტრავმა აწუხებს, ბენჯამინს კანონი.

ბენჯამინ მენდი შეგვიძლია აღარც ჩავთვალოთ მანჩესტერ სიტის წევრად. უბრალოდ, გრაფაში მაინც წერია ხოლმე, რომ შეხვედრას გამოტოვებს. აი, დანაკლისი ნამდვილად არ შეგვიძლია ამას ვუწოდოთ.

აქცია სეტანტაზე

გამოიწერეთ Setantasports-ი 1 თვის მანძილზე და მიიღეთ ორი თვე საჩუქრად!

ადევნეთ თვალყური მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირებას Setantasports 1 ზე.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე