მაძარი კალცონამ შეცვალა – ვინ არის ნაპოლის ახალი მწვრთნელი

მაძარი კალცონამ შეცვალა - ვინ არის ნაპოლის ახალი მწვრთნელი | Setanta Sports

ფრანჩესკო კალცონა ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელია. აურელიო დე ლაურენტისმა მიმდინარე სეზონში უკვე მეორე მწვრთნელი გაათავისუფლა. რუდი გარსიას შემდეგ სახლში ვალტერ მაძარიც გაუშვეს.

კალცონა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელია, მანამდე კი ლუჩანო სპალეტის ასისტენტი იყო ნაპოლისა და თითქმის ყველა სხვა გუნდში, იტალიელმა პართენოპეი 2022 წელს დატოვა.

კალცონა ნაპოლიში 4 თვით იმუშავებს

55 წლის კალცონამ მთავარ მწვრთნელად კარიერაში პირველად სლოვაკეთის ნაკრებში იმუშავა. გამოცდა წარმატებით ჩააბარა – გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით ნაპოლიში სეზონის ბოლომდე, 4 თვით იმუშავებს და შემდეგ ნაკრებს გაჰყვება ევრო 2024 ზე.

ჩემპიონთა ლიგა – ნაპოლი vs ბარსელონა

თითქოს, არ იყო ახლა ამის დრო, ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია, სადაც ბარსელონას ხვდება, მაგრამ ნაპოლიში დროს ლაურენტისი განაგებს.

ფლეიოფის პირველ შეხვედრას ნაპოლი შინ დიეგო მარადონაზე გამართავს. მეტოქე კი ბარსელონა იქნება. საუკეთესო დროება არც ჩავი ერნანდესის გუნდს უდგას, თუმცა კატალონიელებს სტაბილურობა სამწვრთნელო შტაბში მაინც აქვთ.

ისიც სათქმელია, რომ ბევრს ბარსელონასთან ჩემპიონთალიგური მატჩის წინ ორიოდე დღით ადრე მთავარი მწვრთნელის შეცვლის გამბედაობა არ ეყოფოდა. აურელიო დე ლაურენტისი, როგორც ჩანს, მაძარისთან ერთად ბარსელონას წინააღმდეგ გარდაუვალ წარუმატებლობაში დარწმუნებული იყო.

აპოლი vs ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი setantasports.com-სა და Setanta Sports-ის არხზე შეძლებს. რეპორტაჟი ოთხშაბათს, 23:55 წუთზე დაიწყება.

სპალეტი, გარსია, მაძარი, კალცონა

მაძარიმ გარსია ნოემბერში შეცვალა, სერია A-ს 12 შეხვედრაში მხოლოდ 15 ქულისდაგროვება შეძლო. გარსიას კი 21 ქულა ჰქონდა ამავე რაოდენობის შეხვედრაში, ნაპოლი მეოთხე ადგილზე იყო და 10 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერ ინტერს.

ახლა ნაპოლი ინტერს 27 ქულით ჩამორჩება და მეცხრე ადგილზეა. მაქსიმუმ ის შეუძლია რომ ევროტურნირებისთვის იბრძოლოს. ლაურენტისმა მეორე ცვლილებით თავადვე დაადასტურა რომ პირველ არჩევანში შეცდა.

ვინ არის ფრანჩესკო კალცონა

კალცონა 55 წლის იტალიელი მწვრთნელია. კალაბრიის რეგიონში დაბადებულ სპეციალისტს წარმატებული საფეხბურთო კარიერა არ ჰქონია.

თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მის სამწვრთნელო საქმიანობაზე. კალცონა ნაპოლიში როგორც მაურიციო სარის, ასევე ლუჩანო სპალეტის დროს, ასისტენტად მუშაობდა.

სლოვაკეთის ევრო 2024-ზე გაყვანის გარდა, კალცონას ბევრი სპორტული თუ არასპორტული ღირსება გააჩნია.

კალცონას გადადგომა და სარისთვის გახსნილი გზა

1990-იან წლებში კალცონა სამოყვარულო დონეზე მწვრთნელობდა, შეთავსებით კი ყავის დილერიც იყო.

1999-2000 წლებში, როდესაც ტუსკანურ სამოყვარულო გუნდ ტეგოლეტოს წვრთნიდა, არასახარბიელო შედეგების გამო გადადგა და რეკომენდაცია მაურიციო სარის მისცა.

მას შემდეგ ის სარის ასისტენტი გახდა. 2015-2018 წლების პერიოდის მერე კალიარიში, ეუსებიო დი ფრანჩესკოსთან წავიდა. 1 სეზეონის შემდეგ კი ისევ ნეაპოლში დაბრუნდა, ამჯერად ლუჩანო სპალეტისთან.

მერე იყო და არის სლოვაკეთის ნაკრები. კალცონა 2022 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა. აქედან 14 თვეში კი სლოვაკებს ევრო 2024-ის საგზური მოაპოვებინა.

კალცონას გუნდმა ევრო ისლანდიას 4-2 დამარცხებით გაინაღდა.

იტალიელი მწვრთნელის ფავორიტი ფორმაცია შემტევი 4-3-3-ია.

რამდენად იდენტური იქნება ნაპოლიში მისი სქემა ამას ორიოდ დღეში ვნახავთ. პირველი პრესკონფერენცია კი კასტელ ვოლტურნოში კალცონას დღეს აქვს დაგეგმილი.

ნაპოლი vs ბარსელონა – NEWS24

კითხვაზე – სად ვუყურო ნაპოლი vs ბარსელონა-ს პასუხი setantasports.com-ია. დიეგო მარადონაზე წყვილის პირველი 1/8-ფინალური მატჩი ოთხშაბათს 23:55 წუთიდან დაიწყება.

setantasports.com-ის პლატფორმაზე რეგისტრაციისას ან გამოწერის განახლებისას პრომოკოდის NEWS24 გამოყენების შემთხვევაში 30%-იან ფასდაკლებას მიიღებთ.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე